“ლიტერატურული შემოდგომა”

  • ა(ა)იპ „მესტიის მუნიციპალიტეტის მთავარი ბიბლიოთეკის“ ორგანიზებით, ჩატარდა შემოქმედებითი საღამო „ლიტერატურული შემოდგომა“.

მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, წარმოდგენა მესტიის ლეო ფილფანის სახელობის თეატრში გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მესტიის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებმა.

შემოქმედებით საღამოზე ეცერის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, წარმოადგინეს პერფორმანსი ვაჟა-ფშაველას „ალუდა ქეთელაური“. ბავშვებმა საოცარი ოსტატობით წარმოაჩინეს ქართველი გენიოსის სულისკვეთება.