დასრულდა მუხრან შუკვანის სახელობის გარდამავალი თასის ტურნირი მინიფეხბურთში

  • წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დასრულდა მუხრან შუკვანის სახელობის გარდამავალი თასის ტურნირი მინიფეხბურთში, სადაც უკვე მეორე წელია პირველობას არ თმობს მესტიის №1 ნაკრები გუნდი (ანგარიში 1:0), მეორე ადგილზე გავიდა თავდაცვის ძალების გუნდი „არმია“, მესამე ადგილი კი დაიკავა მე-6 საარტილერიო ბრიგადამ.

ინფორმაციისთვის: 1 სექტემბრიდან, დაბა მესტიაში მიმდინარეობდა ISAF-ის მისიაში 2010 წლის 5 სექტემბერს გმირულად დაღუპული მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე ქვეითი ბატალიონის, სამხედრო მოსამსახურის, უფროსი ლეიტენანტის, მუხრან შუკვანის სახელობის გარდამავალი თასის ტურნირი მინიფეხბურთში.

ტურნირი 2014 წლიდან ტარდება, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის ინიციატივით, ა(ა)იპ „მესტიის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრის“ და მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებითა და ფინანსური მხარდაჭერით.

ტურნირის დახურვის ცერემონიალს ესწრებოდნენ: დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი -კობა გრიგოლია, წვრთნების და სამხედრო განათლების სარდლის მოადგილე, პოლკოვნიკი – მალხაზ მერლანი, ვიცეპოლკოვნიკი ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობიდან – მანუჩარ რატიანი, ვიცეპოლკოვნიკი – დავით გულბანი, 32-ე ბატალიონის მეთაური, ვიცეპოლკოვნიკი – დავით ჩარქსელიანი, 31-ე ბატალიონის მეთაური, ვიცეპოლკოვნიკი – თამაზ ავალიანი, დასავლეთ სარდლობის მთავარი სერჟანტი – რევაზ მწითური, ლოჯისტიკის ცენტრის მეთაური, პოლკოვნიკი – პაატა შუბითიძე, მე-2 ქვეითი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი – ირაკლი ჭითანავა, მე-6 საარტილერიო ბრიგადის მეთაური პოლკოვნიკი – დავით ფოფხაძე, მე-3 ქვეითი ბრიგადის მეთაური პოლკოვნიკი – მიხეილ გოგნაძე.

ღონისძიების საზეიმო გახნის და დახურვის ცერემონიალზე მესტიის ადგილობრივმა ანსამლმა „რიჰო“-მ წარმოადგინა ფოლკლორული ნომრები.

ტურნირის შესარჩევ ეტაპზე 13-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა, აქედან 6 გუნდს საქართველოს შეიარაღებული ძალები წარმოადგენდნენ, 7 გუნდი კი გახლდათ ადგილობრივი. საფინალო შეხვედრის მსაჯი გახლდათ პოლკოვნიკი, მალხაზ მერლანი, რომლის დიდი მონდომებით და ჩართულობით დაინერგა „მუხოს“ ტურნირი.

ტურნირის საუკეთესო ბომბარდირად ლადო ბურდული დასახელდა (თავდაცვის ძალების გუნდი „არმია“)

საუკეთესო მოთამაშის ტიტული გიორგი გოშთელიანმა მიიღო (მესტიის გუნდი), რომელსაც მესტიის მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით, მეორე ბრიგადის საარტილერიო ბატალიონის მეთაურის, გოდერძი აფრასიძის სახელობის სპეციალური თასი გადაეცა.

საუკეთესო მეკარედ გიორგი სომხიშვილი დასახელდა (მეტიის გუნდი).