დაბა მესტიაში სვანურ კოშკებზე საქართველოს დროშები აღიმართა

  • მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დაბა მესტიაში სვანურ კოშკებზე საქართველოს დროშები აღიმართა.

საქართველოში გადროშიანება ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების ხელშეწყობით ხორციელდება, ამ ინიციატივას სათავეში უდგას ქართველი ემიგრანტი Giorgi Vasadze.

გადროშიანების პროცესში აქტიურად არის ჩართული სვანი ემიგრანტი ნინო ხალდეიშვილი, რომელმაც ამერიკაში მცხოვრები სვანი ემიგრანტების ხელშეწყობით უსასყიდლოდ გადასცა დროშები მესტიის მუნიციპალიტეტს.

მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ განხორციელდა დროშების აღმართვა კოშკებზე.

გადროშიანების პროცესი მესტიის მუნიციპალიტეტში კვლავაც გაგრძელდება და მოიცავს მთელს მუნიციპალიტეტს.