სტიქიამ მესტიის მუნიციპალტეტში პრობლემები შექმნა

მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად, ადიდებულმა მდინარემ სრულად გაანადგურა სოფელ ადიშისკენ მისასვლელი გზის რამდენიმე მონაკვეთი. ამ დროისთვის სოფელი მოწყვეტილია გარე სამყაროს და გადაადგილება შეუძლებელია. სტიქიამ ასევე დააზიანა ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები. ელექტროენერგია არ მიეწოდება სოფელ ადიშის, იფარის, კალას და უშგულის მოსახლეობას. ძლიერი წვიმის შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის...