მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად, ადიდებულმა მდინარემ სრულად გაანადგურა სოფელ ადიშისკენ მისასვლელი გზის რამდენიმე მონაკვეთი. ამ დროისთვის სოფელი მოწყვეტილია გარე სამყაროს და გადაადგილება შეუძლებელია. სტიქიამ ასევე დააზიანა ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები. ელექტროენერგია არ მიეწოდება სოფელ ადიშის, იფარის, კალას და უშგულის მოსახლეობას. ძლიერი წვიმის შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის...
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 165-ე კილომეტრზე (კალა-იფარი) მდინარე ენგურმა რკინა-ბეტონის ხიდს გამოურეცხა მარცხენა ბურჯი, რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანპსორტის მოძრაობა.
სეს-მა მესტიაში 3 ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა, 7 ობიექტში კი ვადაგასული სურსათის განთავსების ფაქტები გამოავლინა
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სურსათის ეროვნული სააგენტო საკურორტო ზონებში საზოგადოებრივი კვებისა და სურსათის სარეალიზაციო ობიექტებს ამოწმებს. მესტიის მუნიციპალიტეტში სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა სახელმწიფო კონტროლი 42 ობიექტში განახორციელეს. "გამოვლინდა 28 სამართალდარღვევა, მათ შორის, 3 ობიექტს კრიტიკული შეუსაბამობების გამო შეუჩერდა საწარმოო პროცესი, ხოლო 7 ობიექტში აღინიშნა ვადაგასული სურსათის (ტკბილეული, რძის ნაწარმი, ხორცპროდუქტები) განთავსების...
მესტიაში ხალდეობის სახალხო დღესასწაული დაფუძნდა
მესტიის მუნიციპალიტეტში, კალას ადმინისტრაციულ ერთეულში „ხალდეობის“ დღესასწაული აღინიშნა. სახალხო დღესასწაული დღეს დაფუძნდა და ყოველწლიურად გაიმართება. „ხალდებობა“ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, მესტიის მუნიციპალიტეტის და ხალდეს აღორძიენების ფონდის ორგანიზებით გაიმართა. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ფოლკლორულმა ანსამბლმა „რიჰომ“, რომელმაც საზოგადოებას უძველესი სვანური სიმღერები, სვანური ხალხური საკრავების - ჩანგისა...
რუხის კლინიკაში მესტიელი მამაკაცი გარდაიცვალა
კორონავირუსით რუხის კლინიკაში 87 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. პაციენტი მესტიის მცხოვრები იყო. ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის 2 261 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში 1 410 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 18 პაციენტი. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 395 621 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 369 483 გამოჯანმრთელდა, 5 636 კი გარდაიცვალა.
დამატებითი ავიარეისები დაინიშნა ნატახტარი-მესტიის მიმართულებით
ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, მგზავრების მომატებული რაოდენობის გამო, დამატებითი ავიარეისები დაინიშნა ნატახტარი-მესტიის მიმართულებით და პირიქით. დამატებითი ავიარეისები ივლისსა და აგვისტოში შესრულდება შემდეგი განრიგით: ორშაბათი: ნატახტარი - მესტია: 09:00მესტია - ნატახტარი: 11:00 ოთხშაბათი: ნატახტარი - მესტია: 09:00მესტია - ნატახტარი: 14:30 ხუთშაბათი: ნატახტარი - მესტია: 09:00მესტია - ნატახტარი: 11:00 პარასკევი: ნატახტარი - მესტია:...
“ფაიზერის” ვაქცინა საქართველოშია
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, “ფაიზერის” ვაქცინა საქართველოშია. “ფაიზერით” ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია მოქალაქეებს დღეს, 15:00 საათიდან შეეძლებათ, აცრები კი 16 ივლისიდან დაიწყება.
გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი! – ოთხმა ტელევიზიამ პროტესტის ნიშნად მაუწყებლობა შეწყვიტა
„ტვ პირველი“, „ფორმულა“, „მთავარი არხი“ და „კავკასია“ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით, პროტესტის ნიშნად 24 საათით მაუწყებლობას წყვეტენ. ტელეკომპანიების ეთერებში იმ ჟურნალისტთა სია ჩანს, ვისაც 5-6 ივლისის ძალადობრივი აქციების დროს თავს დაესხნენ, დაშავდნენ და ჟურნალისტებს მუშაობაში ხელი შეუშალეს.
სუსი-მოიხსნა საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაწესებული უკანონო შეზღუდვები
„ცხელი ხაზით“ გაზიარებული ინფორმაციის თანახმად, 2021 წლის 5 ივლისიდან, ოკუპირებული აფხაზეთიდან, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა, გადაადგილების ე.წ. ნებართვის მქონე, ყველა პირისთვის გახდა შესაძლებელი-ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. “მოიხსნა საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაწესებული უკანონო შეზღუდვები, რომლის მიხედვითაც გადაადგილების უფლება, მხოლოდ გარკვეული კატეგორიის (ხანდაზმულები, პენსიონერები, განსაკუთრებული საჭიროების...
თამარ ჟვანია გადადგა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. “მსურს, საზოგადოებას ვაცნობო, რომ მივიღე გადაწყვეტილება, 2021 წლის 1 ივლისიდან აღარ გავაგრძელო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილება, რაც მისცემს საშუალებას პოლიტიკურ მხარეებს განახლებული საარჩევნო კოდექსის საფუძველზე აირჩიონ ცესკოს თავმჯდომარე. იმის მიუხედავად, რომ კანონმდებლობით კიდევ ორ...










