ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის მხარდაჭერით, სვანეთმა მსოფლიოს ყველაზე მასშტაბურ ტურისტულ გამოფენაზე მიიღო მონაწილეობა. „უსაზღვრო სტუმარ-მასპინძლობა“ – ამ სლოგანით წარსდგა საქართველო ITB Berlin 2023-ზე ოფიციალური მასპინძელი ქვეყნის სტატუსით. ITB-Berlin-ეს არის მოვლენა, სადაც იქმნება მომავლის მოგზაურობა, ყალიბდება მყარი ბიზნეს კავშირები, მსოფლიო ერთიანდება სამომავლო გეგმების გასაზიარებლად და სწორედ აქ ხდება ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების...
საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ახალი ვიდეო რგოლი მზადდება
საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ახალი ვიდეო რგოლი მზადდება. ახალი ტურისტული ვიდეო რგოლის გადასაღებად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ამერიკის შეერთებული შტატებიდან პოპულარულ გადამღებ ჯგუფს მასპინძლობს. გადამღები ჯგუფი საქართველოს, ქალაქ სან-ფრანცისკოში საქართველოს გენერალური საკონსულოს თანაორგანიზებით ეწვია. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. “Mystery Box”-ის მაღალრეიტინგული ვიდეოგრაფების ჯგუფი Jacob + Katie Schwarz საქართველოს შესახებ ვიდეო...
ბაზისბანკის მხარდაჭერით, მესტიაში სასტუმრო “სანსეტ ტერასა” გაიხსნა
ბაზისბანკის, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებლის მიერ განხორციელებული ინვესტიციით და სასტუმრო ინდუსტრიის განვითრების პროგრამა "უმასპინძლე საქართველოში“ ფარგლებში, მესტიაში კიდევ ერთი ახალი, 16 ნომრიანი სასტუმრო - სანსეტ ტერასა აშენდა. პროექტის ჯამური ღირებულება 1.7 მილიონი ლარია, ხოლო ბაზისბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიციის მოცულობამ 1 მილიონ ლარამდე შეადგინა. სასტუმრო, კომფორტულ და მყუდრო გარემოში დასვენებას,...
რას მიუძღვნეს სვანებმა სიმღერა “გაულ გავხე”
1876 წლის 27 აგვისტოს რუსეთის ჯარმა იერიშით აიღო და დაანგრია სოფელი ხალდე, აჯანყებულ სვანთა სიმაგრე. ამ აჯანყებიდან 145 წელი გავიდა. ანტიკოლონიური აჯანყება, მიმართული ცარიზმის პოლიტიკის წინააღმდეგ, დაიწყო მიწების გაზომვასთან დაკავშირებით, როდესაც სვანეთის მოსახლეობა დარწმუნდა, რომ მეფის მთავრობა ახალი გადასახადებისა და სამხედრო ვალდებულების შემოღებას აპირებდა. 1875 წლის ივნისში, მეფის რეჟიმითა და...
სვანური ზარი არ უნდა დაიკარგოს
სვანური სამგლოვიარო სიმღერა - მოთქმაა, ის სვანეთის ეთნოგრაფიის ყოფამ დღემდე უნაკლოდ და სახეუცვლელად შემოინახა. ზარს დაკრძალვის დღეს ოჯახში, შემდეგ სასაფლაოზე ასრულებს ზარის მომღერალთა გუნდი. სვანური ზარი არის ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული ერთეული, რომელიც ჯერ კიდევ, თანამედროვე ყოფაში გვხვდება. არსებობენ მისი ცოცხალი მატარებელნი (შემსრულებლები), მაგრამ შესაძლებელია გაქრობის საფრთხე დაემუქროს, ამიტომ პრევენციული ზომების გასატარებლად სვანურ...
ჩაჟაში – თამარის საზაფხულო და საზამთრო რეზიდენცია
უშგულის თემი ხუთი სოფლისგან შედგება. ესენია: ჟიბიანი, ჩვიბიანი, ლამჯურიში, ჩაჟაში და მურყმელი. უშგულში სულ 40-მდე სვანური კოშკი, 8 ტაძარი, 87 მაჩუბი და 2 მუზეუმია.უშგული შხარას ძირში ენგურისა და ქვიშარის შესართავთან, 2200 მეტრზე მდებარეობს. სწორედ აქედან იღებს სათავეს მდინარე ენგური, რომელიც შემდგომში სვანეთის მთელ ტერიტორიას გადის… თამარის საზაფხულო რეზიდენცია სოფელი ჩაჟაში სვანურად...
ლამარია
სვანები ღვთისმშობელს ლამარიას უწოდებენ. უშგულში, სოფელ ჟიბიანში, ეკლესიაც აუშენებიათ მის სახელზე. ეკლესია ირგვლივ ზღუდე შემოვლებულია და გამაგრებულია კოშკით. ამ ზღუდეს ორი შესასვლელი კარი აქვს, ერთი მათგანი რკინით არის შეჭედილი. ეზოში ბოძზე კიდია ორი ზარი. თვითონ ეკლესია ქვისგანაა აშენებული. საკურთხეველი გარეთ გამოდის სამწახნაგოვანად. როგორც წყარო იუწყება: "ლამარიას ეკლესია მოხატული იყო. ეკლესიაში...
თავისუფალი სვანეთი
ტერმინი "თავისუფალი სვანეთი", როგორც ვიკიპედია წერს, ზემო სვანეთის უბატონო თემებისათვის, მეფის რუსეთის ადმინისტრაციის მიერ პირობითად შერქმეული სახელწოდებაა და გაჩნდა მას შემდეგ, რაც 1853 წელს ზემო სვანეთი მეფის რუსეთის ხელისუფლებას დაემორჩილა. თავისუფალი სვანეთის ცენტრია სოფელი ლალხორი და ტერიტორიულად მოიცავდა მდინარე ენგურის ზემო დინების აღმოსავლეთ ნაწილს, ბალის ქედიდან უშგულის ჩათვლით, ლატალის, ლენჯერის, მულახის, მულაჟის, იელის, წვირმის, იფარის, ადიშის, კალისა და უშგულის თემებს. სვანეთის ამ ნაწილში ცხოვრობდნენ (ან რეზიდენცია ჰქონდათ) სვანეთის ერისთავები — ფარჯანიანი,...
გადმოცემით, უშგული ინახავს თამარ მეფის ნეშთს
დღეს თამარობაა. ფეისბუქზე, სვანეთინიუსი ძალიან საინტერესო პოსტს ბეჭდავს. "1885 წლის "დროებაში" ბესარიონ ნიჟარაძე მოგვითხრობს: გადმოცემით, სვანეთი თამარ დედოფლის საყვარელი სამყოფი ყოფილა. იმ დროს, რომელსაც სვანები "თამარობ"-ს (თამარობა) ეძახიან, სვანეთი ეკონომიკურად აყვავებული იყო. თურმე თამარს აუგია უშგულის ღვთისმშობლის, კალის წმინდა კვირიკესა და ივლიტას ეკლესია-მონასტერი, წმინდა გიორგი იფარისა და მესტიისა, მთავარანგელოზი მუჟალისა...