მესტიელი პედაგოგი კონკურსის „Tech-განმანათლებელი“ ფინალისტია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული სასკოლო აქტივობების კონკურსის „Tech-განმანათლებელი“ ფინალისტები გამოვლინდნენ. კონკურსში საქართველოს საჯარო სკოლების რამდენიმე ათეულმა მასწავლებელმა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა. მათ წარმოადგინეს ახალ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული განხორციელებული პროექტები და აქტივობები, რომელთა ფარგლებშიც მოსწავლეები საგაკვეთილო პროცესის მიღმა ჩაერთვნენ ახალ ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ სხვადასხვა სახის ღონისძიებებში. ჟიურიმ პრიორიტეტი მიანიჭა...