უშგულის თემი ხუთი სოფლისგან შედგება. ესენია: ჟიბიანი, ჩვიბიანი, ლამჯურიში, ჩაჟაში და მურყმელი. უშგულში სულ 40-მდე სვანური კოშკი, 8 ტაძარი, 87 მაჩუბი და 2 მუზეუმია.უშგული შხარას ძირში ენგურისა და ქვიშარის შესართავთან, 2200 მეტრზე მდებარეობს. სწორედ აქედან იღებს სათავეს მდინარე ენგური, რომელიც შემდგომში სვანეთის მთელ ტერიტორიას გადის… თამარის საზაფხულო რეზიდენცია სოფელი ჩაჟაში სვანურად...
გადმოცემით, უშგული ინახავს თამარ მეფის ნეშთს
დღეს თამარობაა. ფეისბუქზე, სვანეთინიუსი ძალიან საინტერესო პოსტს ბეჭდავს. "1885 წლის "დროებაში" ბესარიონ ნიჟარაძე მოგვითხრობს: გადმოცემით, სვანეთი თამარ დედოფლის საყვარელი სამყოფი ყოფილა. იმ დროს, რომელსაც სვანები "თამარობ"-ს (თამარობა) ეძახიან, სვანეთი ეკონომიკურად აყვავებული იყო. თურმე თამარს აუგია უშგულის ღვთისმშობლის, კალის წმინდა კვირიკესა და ივლიტას ეკლესია-მონასტერი, წმინდა გიორგი იფარისა და მესტიისა, მთავარანგელოზი მუჟალისა...