აბიტურიენტები, რომლებმაც ეროვნულ გამოცდებზე უმაღლესი ქულები მოიპოვეს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ, პირველ მოადგილესთან, ნინო ვიბლიანთან ერთად უმასპინძლა. ზუგდიდის მეოთხე საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა ლუკა მებონიამ მათემატიკაში უმაღლესი 51 ქულა დააგროვა, ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა თამარ აბშილავამ და ჯვარის მესამე საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა დავით ჭანტურიამ კი, უცხო ენაში მაქსიმალური მონაცემი 80 ქულა აიღეს. სახელმწიფო რწმუნებულმა...
აკრძალულია ღამის კლუბების ფუნქციონირება, ასევე აკრძალულია ქორწილი, ქელეხი, იუბილე…
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განცხადებით, კვლავ აკრძალულია ღამის კლუბების ფუნქციონირება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეებში, ასევე აკრძალულია ისეთი სოციალური ღონისძიების გამართვა, როგორიცაა ქორწილი, ქელეხი, იუბილე და სხვა. “აკრძალულია ღამის კლუბების ფუნქციონირება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეებში. აღნიშნული რეგულაციის აღსრულება კიდევ უფრო მკაცრად გაკონტროლდება. კვების ობიექტების მუშაობა...
2022 წლისთვის, საჯარო მოხელეებს ხელფასები გაუორმაგდებათ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის განცახდებით, 2022 წლის იანვრიდან საჯარო მოხელეების ხელფასები გაიზრდება. “…2022 წლის იანვრიდან ჩვენ დავიწყებთ საჯარო მოსამსახურეების ხელფასების ზრდას ეტაპობრივად, ეს არის აუცილებელი, ვინაიდან სახელმწიფო სამსახურში დასაქმებული ადამიანები ვეღარ ხედავენ მოტივაციას, ჩვენ ვერ ვუძლებთ კონკურენციას კერძო სექტორთან, ამიტომ აუცილებელია აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა. ჩვენ გავზრდით მერების ხელფასებს და პრაქტიკულად გაორმაგება გვაქვს გადაწყვეტილი,...
საქართველოში კორონავირუსის 3 670 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 38 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 3 670 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 2 626 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 38 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 41 885 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 26 469, „პისიარ“ ტესტით – 24 184. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 8,76%, ბოლო 14 დღის – 7,85%, ბოლო შვიდი დღის – 8,67%.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება
საქართველოს პრეზიდენტმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თარიღთან დაკავშირებით განკარგულება გამოსცა. “არჩევნების შესახებ დღეს გამოცემული განკარგულებით, პრეზიდენტმა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნების თარიღად 2021 წლის 2 ოქტომბერი დაასახელა”.-ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„ქართულმა ოცნებამ” მესტიის მერობის კანდიდატად კაპიტონ ჟორჟოლიანი წარადგინა
“ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ” ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის კანდიდატები წარადგინა. მესტიის მერობის კანდიდატად პარტიამ კაპიტონ ჟორჟოლიანი დაასახელა. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
კორონავირუსით მესტიის მცხოვრები გარდაიცვალა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, კორონავირუსით ქუთაისის კლინიკაში, მესტიის მცხოვრები 97 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის 2 712 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 1 561 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 25 პაციენტი.
მესტიაში “სვანეთობა 2021” გაიმართა
მესტიაში, სეტის მოედანზე გაიმართა ფესტივალი „სვანეთობა 2021“. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ცენტრალურ სკვერში მოეწყო ტრადიციული სვანური სამზარეულოსა და ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა. მთელი დღის განმავლობაში ადგილობრივ მოსახლეობას, ჩამოსულ ქართველ თუ უცხოელ სტუმრებს, შესაძლებლობა ჰქონდათ ფესტივალის მიმდინარეობის დროს მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ერთეულების პავილიონებთან დააგემოვნებინა სვანური ტრადიციული კერძები, ასევე დაეთვალიერებინათ წარმოდგენილი ხალხური...
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის მიმართულებით საავტომობილო მიმოსვლა აღდგენილია
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის მიმართულებით საავტომობილო მიმოსვლა აღდგენილია. „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსსაავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოს საავტომობილოგზების დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ ჩატარებული ინტენსიური ორდღიანიგაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობისზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 165-ე კილომეტრზე (კალა-იფარი)ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია“, – ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კალა-უშგულის მიმართულებით მოძრაობა აღდგენილია
მესტიის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, სოფელ კალას და უშგულის მიმართულებით სატრანსპორტო მოძრაობა არდგენილია. "გაცნობებთ, რომ 27 ივლისს მომხდარი სტიქიური პროცესების შედეგები წარმატებული საპრევენციო ღონისძიებების შედეგად აღმოფხვრილია, ამ დროისთვის სოფელ კალას და უშგულის მიმართულებით სატრანსპორტო მოძრაობა არდგენილია. მესტიის მუნიციპალიტეტის მერია გილოცავთ კვირიკობის ბრწყინვალე დღესასწაულს. წმინდა კვირიკეს ტაძრის მიმართულებით მოძრაობა შესაძლებელია. მესტიის მუნიციპალიტეტის მერია...










