საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1164 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 33 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1164 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 33 პაციენტი. გამოჯანმრთელდა 2292 პირი. გუშინ, საქართველოში 22 107 ტესტი ჩატარდა.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, მესტიის მერი ისევ კაპიტონ ჟორჟოლიანი იქნება

ცესკოს წინასწარი ინფორმაციით, მესტიის 47-ე საარჩევნო ოლქში დათვლილია 38 უბნის მონაცემები, რაც საერთო მონაცემის 92.68%-ს შეადგენს. ამ ეტაპზე "ქართული ოცნების" მიერ წარდგენილ კანდიდატს კაპიტონ ჟორჟოლიან ხმების 64.34% აქვს მიღებული. მას 2 943 მოქალაქემ მისცა ხმა.

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს

დღეს, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. ამომრჩევლები 64 მერს და ასევე, 64 საკრებულოს 2 068 წევრს (როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული წესით) ირჩევენ. საარჩევნო უბნები 07:00 საათზე გაიხსნა, ხმის მიცემა კი 08:00 საათზე დაიწყო.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1826 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 29 პაციენტი

ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 826 ახალი დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 795 პირი, გარდაცვალა 29 ადამიანი. ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 51 248 კვლევა ტესტით, მათ შორის 32 405 კვლევა ანტიგენის ტესტით და 18 843 PCR ტესტით. დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 826 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 596 შემთხვევა, აჭარა – 85, იმერეთი...

საქართველოში კორონავირუსის 1 751 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 30 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 1 751 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 633 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 30 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 42 657 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 28 199, „პისიარ“ ტესტით – 14 458. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 4,1%, ბოლო 14 დღის...

მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ბათუმში იმყოფება

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვიდეოს აქვეყნებს. როგორც სააკაშვილი ვიდეომიმართვაში განმარტავს, ბათუმში იმყოფება. “ეს არის ჩემი ბათუმი. 2-ში უნდა მივიდეთ ყველა არჩევნებზე, მივცეთ ხმა „ნაციონალურ მოძრაობას“, არავითარ შემთხვევაში არც ივანიშვილს, არც გახარიას, არც ვიღაც ბანძ სატელიტებს, თუ ნაციონალური მოძრაობა არ მოგწონთ, მიეცით შედარებით პატიოსან პატარა პარტიებს. აქ უნდა ყოფილყო ჩემი ბათუმის ამერიკული ტექნოლოგიური...

ზუგდიდი-მესტის საავტომობილო გზაზე მოძრაობა შეიზღუდა

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 178-ე კმ-ის მონაკვეთზე (კალა-უშგული) ჩამოიშალა გზის მარცხენა ზედა ფერდი. ქვისცვენა ამჟამადაც გრძელდება და მოძრაობა ჩაკეტილია ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის. უწყების ცნობით, ადგილზე იმყოფებიან საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები. სტიქიური მოვლენების დასტაბილურებისთანავე დაუყოვნებლივ დაიწყება გზის გაწმენდითი სამუშაოები.

საქართველოში კორონავირუსის 1 743 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 29 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 1 743 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 266 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 29 პაციენტი. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 613 012 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 585 071 გამოჯანმრთელდა, 8 946 კი, გარდაიცვალა. სულ ჩატარდა 1 785 862 აცრა, დღიურად აცრილია  10 347.

სვანეთი საერთაშორისო ფილმების ფესტივალს უმასპინძლებს

სვანეთი საერთაშორისო ფილმების ფესტივალს პირველად უმასპინძლებს, რომელიც მსოფლიო კინოფესტივალების განუყოფელი ნაწილი გახდება. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს. ფესტივალი 3-7 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება. "სვანეთის საერთაშორისო ფილმების ფესტივალი უმასპინძლებს სამოცამდე კინოხელოვანს, წარმატებულ კინემატოგრაფისტებსა და დამწყებ რეჟისორებს. კინოფესტივალი გაიხსნება 3 ოქტომბერს, ხოლო 7 ოქტომბერს იქნება დახურვის ცერემონია სასტუმრო “გისტოლაში”. ფესტივალის პირველ წელს...

საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებს ონლაინ სწავლებაზე რეგისტრაციის შესაძლებლობა ექნებათ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთა მშობლებს შესაძლებლობას აძლევს, გააკეთონ არჩევანი დასწრებით სწავლებასა და დისტანციური სწავლების ფორმას შორის. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დისტანციური სწავლების მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ შექმნილ ვებგვერდზე – https://online.emis.ge “ონლაინ სწავლებაზე განაცხადის შევსება/რეგისტრაციის გაუქმება შესაძლებელი იქნება ყოველ ხუთშაბათს...