სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ვერავამ, რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დავით ვერავას განცხადებით, შეხვედრის ეს ფორმატი ყოველკვირეულ სახეს მიიღებს, რათა კიდევ უფრო მეტად მოხდეს კოორდინაცია თვითმმართველობებთან, რაც ხელს შეუწყობს ადგილზე არსებულ პრობლემებზე დროულ რეაგირებას და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი უწყებების მყისიერ ჩართულობას....
93 წლის ასაკში პატრიარქი გარდაიცვალა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. პატრიარქი კუჭიდან მასიური სისხლდენით, კავკასიის მედიცინის ცენტრში 17 მარტს მოათავსეს, ილია მეორე კრიტიკული რეანიმაციის განყოფილებაში იყო მოთავსებული.
14-15 მარტს დასავლეთ საქართველოში სითბოს ფონზე ზოგან წვიმა და ძლიერი ქარია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტო, 14-16 მარტს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 14-15 მარტს დასავლეთ საქართველოში შედარებით სითბოს ფონზე ზოგან წვიმა და ძლიერი აღმოსავლეთის ქარია მოსალოდნელი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში შედარებით ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი იქნება. 16 მარტს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილაზე მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი. “ქ. თბილისში დროგამოშვებით...
10 მარტიდან დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს და დათბება
გარემოს ეროვნული სააგენტო, 10-12 მარტს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 10 მარტიდან დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს და დათბება, ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის ძლიერი ქარი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მცირე ნალექი და ნისლია მოსალოდნელი. “ქ. თბილისში 10-11 მარტს მცირე ნალექი და ნისლია მოსალოდნელი, ხოლო 12 მარტს უმეტესად უნალექო ამინდი...
დევნილ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება იწყება
დევნილთა სააგენტო იძულებით გადაადგილებულ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროგრამას იწყებს. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციით, პროგრამის მიზანს დევნილი ქალების თვითდასაქმების მხარდაჭერა და ფინანსური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა წარმოადგენს, რაც მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. “სხვადასხვა პროფესიული საქმიანობის წამოწყებისა თუ გაფართოების მიზნით, პროგრამის გამარჯვებულ ბენეფიციარებს სააგენტო ტექნიკას, დანადგარებსა და სახელობო იარაღებს...
7-9 მარტს შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
გარემოს ეროვნული სააგენტო 7-9 მარტს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 7-9 მარტს საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. “ქ. თბილისში 7 მარტს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 8-9 მარტს მცირე წვიმა და ქარია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი,...
სვანეთის “DMO” მონაწილეობას იღებს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში
სვანეთის "DMO" მონაწილეობას იღებს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში. "ITB Berlin 2026" გამოფენა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და გავლენიანი ტურისტული გამოფენაა, სადაც თავს იყრიან ტურიზმის სფეროს პროფესიონალები-ტურ-ოპერატორები, ავიაკომპანიები, სასტუმროები და სხვადასხვა ქვეყნისა და რეგიონის წარმომადგენლები. ღონისძიება მნიშვნელოვანი პლატფორმაა ახალი პარტნიორობების, თანამშრომლობებისა და მიმართულებების პოპულარიზაციისთვის.
თემატური ბანაკის მონაწილეთა შერჩევას იწყება
სსიპ ახალგაზრდობის სააგენტო, მესტიის მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით თემატური ბანაკის მონაწილეთა შერჩევას იწყებს. თუ ხარ 18-29 წლის ახალგაზრდა; ცხოვრობ მესტიის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელში; გაქვს ბანაკში მონაწილეობის მოტივაცია; 2025 წელს არ მიგიღია მონაწილეობა ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ განხორციელებულ ბანაკებში; მაშინ დარეგისტრირდი, ეს შესაძლებლობა შენთვის არის - https://forms.gle/nDTRVQNBaEPp2ukB7 განაცხადები მიიღება 13 მარტის ჩათვლით. თემატური...
5-7 მარტს შენარჩუნებული იქნება ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
გარემოს ეროვნული სააგენტო 5-7 მარტს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 5-7 მარტს საქართველოში შენარჩუნებული იქნება შედარებით ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. “ქ. თბილისში 5-6 მარტს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, 7 მარტს კი მცირე წვიმა და ქარია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი,...
იდლიანში დასახლების საერთო კრება გაიმართა
იდლიანის ადმინისტრაციულ ერთეულში, 2026 წლის "სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის" ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, დასახლების საერთო კრება გაიმართა. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, იდლიანის თემი ოთხ სოფელს აერთიანებს და პრიორიტეტული პროექტის განსახორციელებლად, თითოეული მათგანისთვის, გარდა ცენტრისა, 10 000 ლარია განსაზღვრული. სოფელ იდლიანისთვის (ცენტრი) მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე, 12 000 ლარია განკუთვნილი. ოთხივე...










