პარლამენტმა 51 ოპოზიციონერ დეპუტატს უფლებამოსილება არ შეუწყვიტა

სადეპუტატო მანდატების შეწყვეტის მსურველი 51-ვე ოპოზიციონერი დეპუტატი პარლამენტის წევრად რჩება - “ქართული ოცნების“ უმრავლესობამ მათ უფლებამოსილება არ შეუწყვიტა. თითოეული დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას ცალ-ცალკე ეყარა კენჭი და არც ერთზე დადებითი გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული. “ქართული ოცნების” არც ერთ წევრს ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატის შეწყვეტაზე ხმა არ მიუცია.

პარლამენტმა ოპოზიციის კვოტით ვიცე-სპიკერის პოსტზე ავთანდილ ენუქიძე აირჩია

პარლამენტმა ოპოზიციის კვოტით ვიცე-სპიკერის პოსტზე ავთანდილ ენუქიძე აირჩია. ენუქიძეს ვიცე-სპიკერის პოსტზე 82 ხმით დაუჭირეს მხარი. ენუქიძის კანდიდატურა პარლამენტს “პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო სიით გასულმა დეპუტატებმა წარუდგინეს. ენუქიძეს ვიცე-სპიკერის პოსტზე 82 ხმით დაუჭირეს მხარი. ენუქიძის კანდიდატურა პარლამენტს “პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო სიით გასულმა დეპუტატებმა წარუდგინეს.

კოვიდინფიცირების 858 ახალი შემთხვევა საქართველოში

საქართველოში კორონავირუსის 858 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში 580 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 14 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 17 271 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 11 459, „პისიარ“ ტესტით – 5 812. დადებითობის მაჩვენებელია: დღიური – 5%, ბოლო 14 დღის – 4,8%, ბოლო 7 დღის – 3,8% საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ...