საჯარო სკოლის დირექტორების შესარჩევი კონკურსი იწყება

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო საჯარო სკოლის დირექტორთა შესარჩევ კონკურსს იწყებს.­ უწყების ინფორმაციით, დირექტორობის კანდიდატთა რეგისტრაცია 2024 წლის 19 თებერვალს დაიწყება და 29 თებერვალს დასრულდება. „საჯარო სკოლებში დირექტორების პოზიციაზე არსებული ვაკანსიის სიმრავლისა და სისტემაში ახალი, კვალიფიციური კადრის მოზიდვის საჭიროების გათვალისწინებით, გაანალიზდა 2023 წელს ჩატარებული კონკურსის ფარგლებში გამოვლენილი მნიშვნელოვანი ასპექტები....

USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამა აცხადებს საგრანტო კონკურს

USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამა აცხადებს საგრანტო კონკურს, ადმინისტრაციუალ გაყოფ ზოლთან მდებარე თემებში ბიომასის წარმოების ხელშეწყობის მიზნით. სრული ინფორმაცია საგრანტო კონკურსთან და საინფორმაციო შეხვედრებთან დაკავშირებით იხილეთ შემდეგ ბმულზე. კითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა: 2024 წლის 23 თებერვალი. განმცხადებლებს შეუძლიათ კითხვების დასმა ელ-ფოსტის საშუალებით: grants@cnfageorgia.org განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2024 წლის 7 მარტი.

ჯვარი-ლახამულას გზის მონაკვეთზე აკრძალულია მოძრაობა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ30-კმ100 (ჯვარი-ლახამულა) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა, ხოლო კმ100-კმ185 (ლახამულა-უშგული) მონაკვეთზე, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. უწყების ცნობით, მაღალი...

ჭუბერში მიმდინარეობს თოვლის საფარისგან გაწმენდითი სამუშაოები

მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ინტენსიურად მიმდინარეობს ჭუბერის ადმინისტრაციულ ერთეულში შიდა სასოფლო გზების თოვლის საფარისგან გაწმენდითი სამუშაოები. უწყები ცნობით, სამუშაოებს ატარებს კონტრაქტორი კომპანია „ლიდერი +“ სს „ნენსკრა ჰიდროს“ სპეციალური ტექნიკის დახმარებით.

ცხადდება კონკურსი “სუფთა რეგიონი 2023”

"საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველო“ აცხადებს კონკურსს - "სუფთა რეგიონი 2023“. "მესტიის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოსახლეობას მოგიწოდებთ, თუ თქვენ გაქვთ სურვილი აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობის, არ დაიზაროთ და 22 მარტამდე გააგზავნეთ ფოტო და ვიდეო მასალები ელექტრონულ ფოსტაზე: info@greens.ge nino.chkhobadze@gmail.com ან სოციალური ქსელის ფეისბუქ გვერდზე დავასუფთაოთ საქართველო - Clean Up Georgia/დავიცვათ საქართველოს...

კალა-უშგულის გზის მონაკვეთზე აკრძალულია ავტოტრანსპორტის მოძრაობა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ170-კმ185 (კალა-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. "ამავე საავტომობილო გზის კმ30-კმ170 (ჯვარი-კალა) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა, ხოლო კმ140-კმ170 (მესტია-კალა) მონაკვეთზე, დანარჩენი...

ვიკა ფილფანი ლენჯერის პრობლემაზე

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ვიკა ფილფანი თავის სოციალურ გვერდზე წერს. "ეს არის ერთადერთი მისასვლელი გზა ლენჯერის თემის სოფელ ქაშვეთამდე, 3 წელია ტრაქტორი არ ჩამოდის და 3 წელია მოსახლეობა ვწმენდთ ჩვენი ძალებით ამ გზას, ტრაქტორი არ ჩამოდის შემდეგი არგუმენტით, რომ არ ეტევა ორღობეში, რაც არის სრული სიცრუე, ვინაიდან, რამდენიმე დღის წინ,...

გუბერნატორი სტიქიის შედეგებზე

ძლიერმა ქარმა და წყალდიდობამ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს ზარალი მიაყენა. ქარმა გადახადა სახურავი მრავალბინიან საცხოვრებელ სახლს მარტვილში, ასევე რამდენიმე კერძო სახლს ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში. ქარმა სახურავი დაუზიანა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის საჯარო სკოლასაც, სადაც სასწავლო პროცესი შეწყვეტილია. პრობლემურ ადგილებში არსებულ ვითარებას ადგილზე სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია და რეგიონის მერები ეცნობიან. „ძლიერი ქარის...

ჯვარი-უშგულის გზის მონაკვეთზე აკრძალულია მოძრაობა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ30-კმ185 (ჯვარი-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა, ხოლო კმ100-კმ185 (ლახამულა-უშგული) მონაკვეთზე, მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. მაღალი გამავლობის...

5 თებერვლიდან 8 თებერვლამდე ამინდი გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 5 თებერვლიდან 8 თებერვლამდე საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში), მთიან რეგიონებში ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული, ზვავსაშიშროება, ელექტროგადამცემ სადენებზე შემოყინულობა, ზღვაზე შესაძლებელია ძლიერი, 6 ბალამდე შტორმი. 6 თებერვალს იქროლებს ძალიან ძლიერი ქარი. „დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო...