პარლამენტმა 51 ოპოზიციონერ დეპუტატს უფლებამოსილება არ შეუწყვიტა

სადეპუტატო მანდატების შეწყვეტის მსურველი 51-ვე ოპოზიციონერი დეპუტატი პარლამენტის წევრად რჩება - “ქართული ოცნების“ უმრავლესობამ მათ უფლებამოსილება არ შეუწყვიტა. თითოეული დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას ცალ-ცალკე ეყარა კენჭი და არც ერთზე დადებითი გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული. “ქართული ოცნების” არც ერთ წევრს ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატის შეწყვეტაზე ხმა არ მიუცია.

პარლამენტმა ოპოზიციის კვოტით ვიცე-სპიკერის პოსტზე ავთანდილ ენუქიძე აირჩია

პარლამენტმა ოპოზიციის კვოტით ვიცე-სპიკერის პოსტზე ავთანდილ ენუქიძე აირჩია. ენუქიძეს ვიცე-სპიკერის პოსტზე 82 ხმით დაუჭირეს მხარი. ენუქიძის კანდიდატურა პარლამენტს “პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო სიით გასულმა დეპუტატებმა წარუდგინეს. ენუქიძეს ვიცე-სპიკერის პოსტზე 82 ხმით დაუჭირეს მხარი. ენუქიძის კანდიდატურა პარლამენტს “პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო სიით გასულმა დეპუტატებმა წარუდგინეს.