სვანეთი საერთაშორისო ფილმების ფესტივალს უმასპინძლებს

სვანეთი საერთაშორისო ფილმების ფესტივალს პირველად უმასპინძლებს, რომელიც მსოფლიო კინოფესტივალების განუყოფელი ნაწილი გახდება. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს. ფესტივალი 3-7 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება. "სვანეთის საერთაშორისო ფილმების ფესტივალი უმასპინძლებს სამოცამდე კინოხელოვანს, წარმატებულ კინემატოგრაფისტებსა და დამწყებ რეჟისორებს. კინოფესტივალი გაიხსნება 3 ოქტომბერს, ხოლო 7 ოქტომბერს იქნება დახურვის ცერემონია სასტუმრო “გისტოლაში”. ფესტივალის პირველ წელს...