საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 165-ე კილომეტრზე (კალა-იფარი) მდინარე ენგურმა რკინა-ბეტონის ხიდს გამოურეცხა მარცხენა ბურჯი, რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანპსორტის მოძრაობა.
კალა-უშგულის მონაკვეთზე გადაადგილება აიკრძალა
გაძლიერებული ქვისცვენის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ171-კმ186 (კალა-უშგული) მონაკვეთზე, აიკრძალა მოძრაობა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორაციით, 16 აპრილის 20:50 სთ-იდან 17 აპრილის 09:00 სთ-მდე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
მესტიის გზაზე მეწყერი ჩამოწვა
ზუგდიდი-მესტიის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, სოფელ ბეჩოსთან მეწყერი ჩამოწვა. მედიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მოძრაობა ცალმხრივად აღდგენილია და ადგილზე ჩახერგილი გზის გასაწმენდად ტექნიკა მუშაობს. ფოტო: გელა გოგოხია
მესტიის მიმართულებით მოძრაობა აკრძალულია
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქვისცვენის და ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ180-კმ184 (კალა-უშგული) მონაკვეთზე, 1 აპრილის 21:00 სთ-იდან 2 აპრილის 09:00-სთმდე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.