იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით მესტიაში რამდენიმე პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სხვადასხვა დროს, შიდა ქართლში, აჭარაში, სვანეთსა და თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები ამოიღეს და 6 პირი დააკავეს. უწყების ცნობით, დაკავებულები არიან: 1981 წელს დაბადებული ა.ხ., 1981 წელს დაბადებული ჯ.ლ., 1989 წელს დაბადებული გ.დ., 1973 წელს დაბადებული თ. ც., 1988 წელს დაბადებული...

საქართველოში კორონავირუსის 3 034 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 86 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 3034 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 952 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეშიორონავირუსით გარდაიცვალა 86 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 36 400 ტესტი.

გიორგი გახარიამ მესტიის მერობის კანდიდატი მალხაზ უდესიანი წარადგინა

დღეს, პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ, მესტიის მერობის კანდიდატად მალხაზ უდესიანი წარადგინა.

საზოგადოებრივ ტრანსპორტის მოძრაობაზე დაწესებული შეზღუდვა 13 სექტემბრამდე გახანგრძლივდა

საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობა 4 სექტემბრიდან არ აღდგება. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. “ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ქვეყანაში გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს. მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე საკოორდინაციო საბჭომ დღეს დამატებითი გადაწყვეტილება მიიღო. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაზე მოქმედი შეზღუდვა 13 სექტემბრამდე გახანგძლივდება“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ. 

საბავშვო ბაღები 4 ოქტომბრამდე არ იმუშავებენ

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, განაცხადა, რომ სააღმზრდელო დაწესებულებების მუშაობა 4 ოქტომბრამდე შეზღუდული იქნება. “4 ოქტომბრამდე შეზღუდული დარჩება სააღმზრდელო დაწესებულებების მუშაობა. ეს ეხება როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო ბაღებს“, – განაცხადა ღიბრაძემ.

სკოლები და უნივერსიტეტები სწავლას დისტანციურ რეჟიმში 15 სექტემბრიდან დაიწყებენ

სასწავლო პროცესი სკოლებში 15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში განახლდება, – ამის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ დღეს მიიღო. “სასწავლო პროცესი სკოლებში 15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში განახლდება. ანალოგიური რეგულაცია გავრცელდება უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებზე“,- განაცხადა გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

კორონავირუსით მესტიის მცხოვრები გარდაიცვალა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სმახრაეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება 23 კოვიდ ინფიცირებული მოქალაქე. რუხის კლინიკაში იმყოფება 180 კოვიდ პაციენტი, მათ შორის მძიმე 55 ადამიანი. ფოთის კლინიკაში იმყოფება კოვიდ 41 პაციენტი. სენაკის კლინიკა “სენამედში” იმყოფება 42 კოვიდ პაციენტი. ფოთის კლინიკა ‘ბომონდში” იმყოფება 47 კოვიდ პაციენტი, მათ შორის მძიმე 3...

პოლიციამ სვანეთსა და იმერეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სხვადასხვა დროს, მესტიის, სამტრედიისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებში 3 პირი დააკავეს. უწყების ცნობით, 1989 წელს დაბადებული ნ. დ., 1975 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ ვ.კ.-სა და 1991 წელს დაბადებულ თ.ჩ.-ს ბრალი ცეცხლსასროლი...

“ქართულმა ოცნებამ” მესტიაში მერობის კანდიდატად კაპიტონ ჟორჟოლიანი დაასახელა

“ქართული ოცნების” ლიდერებმა და პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მესტიაში მერობის კანდიდატად კაპიტონ ჟორჟოლიანი წარადგინა.

ირაკლი ღარიბაშვილი მესტიაში იმყოფებოდა

მესტია-ლენტეხის გზის მშენებლობა, რომელიც ჯამში 100 მილიონი ლარი ჯდება, 2023 წელს, უშგულის გზის მშენებლობა კი 2022 წელს დასრულდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მესტიაში, უხუცესებთან და ფოლკლორის ცენტრის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ადგილობრივებმა პრემიერ-მინისტრთან თეთნულდის კურორტის რეაბილიტაციის საჭიროებაზე ისაუბრეს. მთავრობის მეთაურის თქმით, კურორტ თეთნულდის რეაბილიტაცია...