17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, 2024 წლის 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა. შესაბამისი დადგენილება საკანონმდებლო მაცნეზე 15 მაისს გამოქვეყნდა და მას ხელს საქართველოს-პრემიერ მინისტრი აწერს. „საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ ორგანოებში (შემდგომში – ადმინისტრაციული...

“ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის”

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო აცხადებს საგრანტო კონკურსს “ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის”. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ: სამეგრელოს, რაჭა-ლეჩხუმის და სვანეთის მოსახლეობას. შემოგვიერთდი პროგრამაში, თუ მუშაობ ინოვაციურ მოწყობილობასა ან/და პროგრამაზე, ხარ სამეგრელოს რეგიონში რეგისტრირებული მეწარმე. პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას და ინოვაციური სტარტაპების შექმნას.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნაკრაში დაკარგული მესამე მოზარდის ცხედარი იპოვეს

სვანეთში, მესამე დაკარგული მოზარდის ცხედარი იპოვეს. მაშველებმა საბა გვარმიანის ცხედარს მდინარე ენგურში მიაგნეს. ინფორმაციისთვის: 2 მაისს, სამი მოზარდი, სოფელ ჭუბერიდან, მაისობის დღესასწაულიდან, ნაკრაში ბრუნდებოდა, რა დროსაც ავტომობილი წვიმაში, სავარაუდოდ, მოსრიალდა და მდინარეში გადავარდა.

ნაკრაში კიდევ ერთი მოზარდის ცხედარი იპოვეს

სოფელ ნაკრაში, მდინარე ნაკრაში გადავარდნილი სამი მოზარდიდან კიდევ ერთის, 14 წლის გიორგი ვიბლიანის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი უკვე გადასვენებულია საკუთარ საცხოვრებელ სახლში. ინფორმაციისთვის: 2 მაისს, მესტიის სოფელ ნაკრაში, სამი ახალგაზრდა მდინარეში ავტომობილით გადავარდა. ნაპოვნია ორი მოზარდის ცხედარი. ძებნა-შველის ოპერაცია გრძელდება კიდევ ერთი ახალგაზრდის საპოვნელად.

ნაკრაში გაუჩინარებული ერთ-ერთი მოზარდის ცხედარი იპოვეს

მაშველებმა, მდინარე ნაკრაში გაუჩინარებული ეკა ვიბლიანის ცხედარი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, 16 წლის მოზარდის ცხედარი მდინარე ენგურის მიმდებარედ იპოვეს. გრძელდება მდინარე ნაკრასა და მდინარე ენგურში, კიდე ორი დაკარგული ახალგაზრდის – გიორგი ვიბლიანისა და საბა გვარმიანის საძიებო სამუშაოები. ინფორმსციისთვის: მესტიის სოფელ ნაკრაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სამი ახალგაზრდა მდინარეში ავტომანქანით გადავარდა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლე: “საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ: „თქვა … იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, თუნდაც რომ მოკვდეს, იცოცხლებს“ (ინ.11.25).აღსრულდა უფლის განკაცების დიადი საიდუმლოს მთავარი მიზანი,...

მდინარე ნაკრაში მაშველები სამ ახალგაზრდას ეძებენ

სვანეთში, მდინარე ნაკრაში მაშველები სამ ახალგაზრდას ეძებენ. გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი, სადაც ახალგაზრდები იმყოფებოდნენ მდინარეში გადავარდა. შემთხვევა გუშინ მოხდა.

7, 8 და 10 მაისი უქმე დღეებად გამოცხადდა

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2024 წლის 7, 8 და 10 მაისი უქმე დღეებად გამოცხადდა. დოკუმენტის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, საჭიროების მიხედვით, კომპეტენციის ფარგლებში თავად განსაზღვროს ის სამსახურები და მოსამსახურეები, რომლებზეც დადგენილებით განსაზღვრული უქმე დღეები არ გავრცელდება. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დადგენილება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირების წინაშე შესასრულებელ ფინანსურ...

სეს-ი იმპორტირებულ და ადგილობრივ სურსათს ამოწმებს

სურსათის ეროვნული სააგენტო, მოუწოდებს მოსახლეობას, მალფუჭებადი და მაღალი რისკის სურსათი შეიძინოს მხოლოდ ორგანიზებული ვაჭრობის პირობებში, ისეთ სარეალიზაციო ობიექტებში, სადაც დაცულია შენახვისა და რეალიზაციის მოთხოვნები, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები. ხორცის შეძენისას მნიშვნელოვანია ყურადღება მიაქციოთ: შენახვისა და განთავსების პირობებს – ხორცი უნდა ინახებოდეს სუფთა, დახურულ მაცივარში, შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით – 7-დან 10 გრადუსამდე;...

მესტიელ ბიბლიოთეკარს საჩუქრები და მადლობის სიგელი გადასცეს

30 აპრილს ბიბლიოთეკარის პროფესიული დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით მესტიის მუნიციპალიტეტის მერის მრჩეველი სოციალური და კულტურის საკითხებში, ლევან კიკვიძე, დამსახურებულ ბიბლიოთეკარს, ნორა კახიანს ესტუმრა და საჩუქრები და მადლობის სიგელი გადასცა. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ნორა კახიანი 81 წლის არის და 55 წელი დაუღალავად ემსახურებოდა საბიბლიოთეკო ცხოვრებას. "იგი დღესაც აქტიურად ემსახურება...