ერთი სოფელი-ერთი პროდუქტი – ე.წ. OVOP მოდელი, სოფლის მეურნეობის განვითარებას, სოფელში ერთი, პრიორიტეტული და ყველაზე გავრცელებული, დარაიონებული კულტურის ირგვლივ მრავალფეროვანი პროდუქტების შექმნა-წარმოებას გულისხმობს. AFAD– ასოციაცია სოფლის მეურნეობის განვითრებისათვის ამ მიმართულებით აქტიურად ხვდება ფერმერებს და მათთან ერთად, განიხილავს OVOP მოდელს კონკრეტული თემების მაგალითზე. შეხვედრები, რომელიც ფერმერებთან ტარდება, AFAD-ის, ხელმძღვანელის, მაია მიქავას...
AFAD-კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობა
სოფლის მეურნეობის სფეროს ეფექტური განვითარების უპირველესი პირობა თანამედროვე მიდგომების დანერგვაა. ამ მიდგომებს შორის მნიშვნელოვანი – კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობაა. კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობა – ეს არის მდგრადი სოფლის მეურნეობა, რომელიც კლიმატის ცვლილების გათვალისწინებით, საუკეთესო სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკასა და სტრატეგიულ სასოფლო-სამეურნეო მიდგომებს იყენებს. თუ გაინტერესებთ კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის საკითხები, AFAD-ი ( ასოციაცია სოფლის მეურნეობის...
ღია კარის დღე საქართველოს უნივერსიტეტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონულ ოფისში
ზუგდიდში, დადიანისეული სასახლის ეზოში, დღეს. საქართველოს უნივერსიტეტის სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში რეგიონულმა წარმომადგენლობამ ღია კარის დღე გამართა. ზუგდიდელ აბიტურიენტებთან ერთად, ღია კარის დღეზე ხობიდან და წალენჯიხიდან მოვიდნენ აბიტურიენტები. არაფორმალურ გარემოში, უშუალო და აბიტურიენტებისათვის მნიშვნელოვანი შეხვედრა ორი საათი გაგრძელდა. მათ ბევრი კითხვა ჰქონდათ, რომლებზე პასუხი საქართველოს უნივერსიტეტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონულმა წარმომადგენელმა, მაია...
მთავრობა პანდემიის ჯარიმების გაუქმებას გეგმავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ იზოლაციის, კარანტინისა და პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო დაჯარიმებული პირები ჯარიმის გადახდისგან გათავისუფლდებიან. "დღეს საქართველოს პარლამენტს წარედგინა ორი კანონპროექტი, რომელიც ეხება იმ პირებს, ვისაც პანდემიის პერიოდში დაწესებული რეგულაციების დარღვევის გამო ადმინისტრაციული ან სისსხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრათ. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, ამნისტია შეეხება და...
გიორგი ტერუნაშვილი-მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფლობა ჩემთვის უდიდესი პატივი იქნება
მასწავლებლის "ეროვნული ჯილდოს" კონკურსის ფარგლებში საუკეთესო ათეული გამოვლინდა, რომელთაგან ერთ-ერთი 5 ოქტომბერს მასწავლებლის საერთაშორისო დღეს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდება. შერჩეულ 10 მასწავლებელს შორის არის გიორგი ტერუნაშვილი – მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალის საჯარო სკოლის ისტორიის, გეოგრაფიის, სამოქალაქო განათლების, ჩვენი საქართველოს და ქართულის მასწავლებელი. ბატონი გიორგი ასევე პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ კონსულტანტ-მასწავლებელია...
გიორგი ტერუნაშვილმა ჯვარი დაიწერა
მესტიელმა მასწავლებელმა, გიორგი ტერუნაშვილმა, რომელიც „ეროვნული ჯილდოს“ კონკურსის ათეულშია, გუშინ, ვაკის ყოვლადწმინდა სამების ტაძარში ჯვარი დაიწერა. მისი რჩეული ნინო გიოშვილია. ჯვარდაწერილ წყვილს "მესტიელები" ულოცავენ გაბედნიერაბას.
რესტორნები ღამის 12 საათამდე იმუშავებენ
რესტორნებს მუშაობის უფლება ღამის 12 საათამდე ექნებათ. ამის შესახებ განცხადება უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. “შეზღუდვა რჩება რესტორნების მიმართ, რომლებიც იმუშავებენ მხოლოდ 24:00 საათამდე. იგივე ეხება სასტუმროს რესტორნებსაც, რომლებსაც ჰყავთ სტუმარი და აქვთ სარესტორნო სივრცე,“- განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.
დღეიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება
დღეიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა. „დღეიდან პირბადის ღია სივრცეში ტარება სავალდებულო აღარ იქნება. პირბადის ტარება სავალდებულო დარჩება ტრანსპორტში და დახურულ სივრცეებში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშილმა
პირველი ივლისიდან კომენდატის საათი გაუქმდება
საქართველოში პირველი ივლისიდან ე.წ. კომენდანტის საათი გაუქმდება. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა სააკორდინაციო საბჭომ მიიღო.
AFAD წარმოგიდგენთ: აგრო კლუბს ქვემო ნაგვაზავოს სკოლიდან
ქვემო ნაგვაზაოში სკოლის ეზოში აგრო კლუბი ფუნქციონირებს. ქვემო ნაგვაზაოელმა მოსწავლეებმა, რომლებიც ახლადშექმნილი აგრო კლუბის წევრები არიან, უკვე დარგეს ხეები. ნერგები, რომელიც სკოლის ეზოში, სპეციალურად მათთვის გამოყოფილ ადგილზე, გამოცდილი ახალგაზრდა მეხილე ექსტენციონისტის, გიორგი კოკაიას კონსულტაციითა და ხელმძღვანელობით, თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით გააშენეს. სადემონსტრაციო ნაკვეთზე ხეხილის თანამედროვე ჯიშებია გაშენებული. მოსწავლეები სპეციალისტების უშუალო კონსულტაციით...










