სადეპუტატო მანდატების შეწყვეტის მსურველი 51-ვე ოპოზიციონერი დეპუტატი პარლამენტის წევრად რჩება - “ქართული ოცნების“ უმრავლესობამ მათ უფლებამოსილება არ შეუწყვიტა. თითოეული დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას ცალ-ცალკე ეყარა კენჭი და არც ერთზე დადებითი გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული. “ქართული ოცნების” არც ერთ წევრს ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატის შეწყვეტაზე ხმა არ მიუცია.
პარლამენტმა ოპოზიციის კვოტით ვიცე-სპიკერის პოსტზე ავთანდილ ენუქიძე აირჩია
პარლამენტმა ოპოზიციის კვოტით ვიცე-სპიკერის პოსტზე ავთანდილ ენუქიძე აირჩია. ენუქიძეს ვიცე-სპიკერის პოსტზე 82 ხმით დაუჭირეს მხარი. ენუქიძის კანდიდატურა პარლამენტს “პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო სიით გასულმა დეპუტატებმა წარუდგინეს. ენუქიძეს ვიცე-სპიკერის პოსტზე 82 ხმით დაუჭირეს მხარი. ენუქიძის კანდიდატურა პარლამენტს “პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო სიით გასულმა დეპუტატებმა წარუდგინეს.
კოვიდინფიცირების 858 ახალი შემთხვევა საქართველოში
საქართველოში კორონავირუსის 858 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში 580 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 14 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 17 271 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 11 459, „პისიარ“ ტესტით – 5 812. დადებითობის მაჩვენებელია: დღიური – 5%, ბოლო 14 დღის – 4,8%, ბოლო 7 დღის – 3,8% საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ...
გადმოცემით, უშგული ინახავს თამარ მეფის ნეშთს
დღეს თამარობაა. ფეისბუქზე, სვანეთინიუსი ძალიან საინტერესო პოსტს ბეჭდავს. "1885 წლის "დროებაში" ბესარიონ ნიჟარაძე მოგვითხრობს: გადმოცემით, სვანეთი თამარ დედოფლის საყვარელი სამყოფი ყოფილა. იმ დროს, რომელსაც სვანები "თამარობ"-ს (თამარობა) ეძახიან, სვანეთი ეკონომიკურად აყვავებული იყო. თურმე თამარს აუგია უშგულის ღვთისმშობლის, კალის წმინდა კვირიკესა და ივლიტას ეკლესია-მონასტერი, წმინდა გიორგი იფარისა და მესტიისა, მთავარანგელოზი მუჟალისა...
Facebook-ზე რეკლამისთვის 80 ათასი ლარი Facebook-ზე რეკლამისთვის
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 2021 წლის 15 თებერვლიდან 31 დეკემბრის ჩათვლით Facebook-ზე 80 ათასი ლარის რეკლამის განთავსებას გეგმავს. უწყება შესყიდვების სააგენტოსთვის მიწოდებულ ინფორმაციაში უთითებს, რომ მიზანი ქვეყნის ტურისტული პოტენციალის შესახებ დაინტერესებული ჯგუფებისთვის ინფორმაციის მიწოდებაა. “იმის გათვალისწინებით, რომ სხვა სოციალური ქსელების მომხმარებელთა რიცხვი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე “ფეისბუკის”, აღნიშნული მომსახურება, მოცემული შესყიდვის მიზნებისთვის...





