დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციით, დევნილები და ეკომიგრანტები, რომლებიც მეწარმეობით არიან დაკავებული, საქმიანობის გაფართოებისთვის საჭირო ძირითადი საშუალებების შესაძენად, 7500 ლარის ფარგლებში დაფინანსდებიან. უწყების ცნობით, ჯამში, გრანტს 25 მეწარმე მიიღებს, რომლებიც მინიმუმ ერთი დევნილის ან ეკომიგრანტის დასაქმების ვალდებულებას აიღებენ. პროგრამაში მონაწილეობა იმ იძულებით გადაადგილებულ პირებს შეუძლიათ, რომლებიც სამეწარმეო...
მესტიელი პედაგოგი კონკურსის „Tech-განმანათლებელი“ ფინალისტია
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული სასკოლო აქტივობების კონკურსის „Tech-განმანათლებელი“ ფინალისტები გამოვლინდნენ. კონკურსში საქართველოს საჯარო სკოლების რამდენიმე ათეულმა მასწავლებელმა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა. მათ წარმოადგინეს ახალ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული განხორციელებული პროექტები და აქტივობები, რომელთა ფარგლებშიც მოსწავლეები საგაკვეთილო პროცესის მიღმა ჩაერთვნენ ახალ ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ სხვადასხვა სახის ღონისძიებებში. ჟიურიმ პრიორიტეტი მიანიჭა...
დღეიდან, სამთო კურორტები იხსნება
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, 25 თებერვლიდან, სამთო კურორტები იხსნება. პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, 8 მარტიდან გაიხსნება სამთო კურორტებზე არსებული საბაგიროებიც.
დღეიდან, საქალაქთაშორისო ტრანსპორტი იმოძრავებს
25 თებერვლიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება. განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე გააკეთა.
კომენდანტის საათი კვლავ ძალაშია
ძალაში რჩება 21 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
საბავშვო ბაღები ორშაბათიდან გაიხსნება
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კერძო და საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღები ფუნქციონირებას 1-ელი მარტიდან დაიწყებენ.
საქართველოს ახალი მინისტრთა კაბინეტი ჰყავს
საქართველოს პარლამენტმა, ახალი პრემიერ მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ წარდგენილი ახალი მინისტრთა კაბინეტი და მთავრობა დაამტკიცა.
27 კორონაინფიცირებული სამეგრელო-ზემო სვანეთში
დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 396 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 170 შემთხვევა, აჭარა – 8, იმერეთი – 59, ქვემო ქართლი – 11, შიდა ქართლი – 41, გურია – 25, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 27, კახეთი – 32, მცხეთა-მთიანეთი – 9, სამცხე-ჯავახეთი – 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 6.
19.02.21: სამეგრელო – ზემო სვანეთში კოვიდის 27 შემთხვევაა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 388 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 182 შემთხვევა, აჭარა - 10, იმერეთი - 52, ქვემო ქართლი - 21, შიდა ქართლი - 29, გურია - 25, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 27, კახეთი - 25, მცხეთა-მთიანეთი - 6, სამცხე-ჯავახეთი - 4, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 7.
ვიტორიო სელა და სვანეთი
იტალიელმა მოგზაურმა, მეცნიერმა და ფოტოგრაფმა ვიტორიო სელამ არაერთი ფოტო მიუძღვნა სვანეთს. ის იყო ერთ-ერთი პირველთაგანი უცხოელებს შორის, რომელმაც აღბეჭდა ფირზე ხალხური რელიგიური დღესასწაულები, სვანეთის ლანდშაფტები, ზვიადი მთები, კულტურული და რელიგიური ძეგლები და დღესასწაულები, ერთი სიტყვით, სვანეთის ცხოვრების თითქმის ყველა დეტალი. ფოტოხელოვანი სვანეთში ფირზე არა მარტო მთებს და კოშკებს, არამედ ადგილობრივ...










