დღეის მდგომარეობით, რეგიონის მასშტაბით სულ დისტანციურ სწავლებაზეა 27 სკოლა და სხვადასხვა სკოლებში 26 კლასია დისტანციურზე. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, კორონავირუსის გამო, 20 საბავშვო ბაღია დახურული.
ხაიშში პოლიციის მიმართ ჯგუფური წინააღმდეგობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პოლიციელზე ჯგუფური წინააღმდეგობის ფაქტზე 3 პირი: 1979 წელს დაბადებული ვ.გ. 1990 წელს დაბადებული გ.უ. და 1992 წელს დაბადებული გ.უ. დააკავეს. უწყების ცნობით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 17 აპრილს, ხაიშში სამართალდარღვევის ფაქტზე რეაგირების...
კალა-უშგულის მონაკვეთზე გადაადგილება აიკრძალა
გაძლიერებული ქვისცვენის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ171-კმ186 (კალა-უშგული) მონაკვეთზე, აიკრძალა მოძრაობა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორაციით, 16 აპრილის 20:50 სთ-იდან 17 აპრილის 09:00 სთ-მდე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
მესტიის გზაზე მეწყერი ჩამოწვა
ზუგდიდი-მესტიის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, სოფელ ბეჩოსთან მეწყერი ჩამოწვა. მედიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მოძრაობა ცალმხრივად აღდგენილია და ადგილზე ჩახერგილი გზის გასაწმენდად ტექნიკა მუშაობს. ფოტო: გელა გოგოხია
სვანეთის გზებზე შეზღუდვებია
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლისა და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ186-კმ198 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. უწყების ცნობით, ამავე გზის, კმ150-კმ186 (მულახი-უშგული) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ხოლო, კმ171-კმ186 (კალა-უშგული) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით....
მესტიის მიმართულებით მოძრაობა აკრძალულია
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქვისცვენის და ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ180-კმ184 (კალა-უშგული) მონაკვეთზე, 1 აპრილის 21:00 სთ-იდან 2 აპრილის 09:00-სთმდე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ნინო ვიბლიანი: მესტიის მიმართულებით გზის გაწმენდა უკვე მიმდინარეობს და დღის ბოლომდე მოძრაობა აღდგება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 98-ე კმ-ზე ჩამოწოლილი მეწყერის გამო მოძრაობა აკრძალულია. სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის ნინო ვიბლიანის განცხადებით, არსებულ მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. „შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 98-ე კილომეტრზე სოფელ დიზთან, ძლიერი წვიმების შედეგად ჩამოსულია მეწყერი...
ვაქცინაციასთან დაკავშირებულ შეკითხვებს ცხელი ხაზი 5512 უპასუხებს
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ცხელი ხაზი 15 22 ამოქმედდა. უწყების ცნობით, ცხელი ხაზის მიზანი ვაქცინაციის მსურველთა საჭიროებებზე სწრაფი რეაგირებაა. ცხელი ხაზი 15 22, ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, 09:00 საათიდან 23:00 საათამდე მუშაობს და საქართველოდან განხორციელებული ყველა ზარი უფასოა.
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Stopcov.ge-ის ინფორმაციით, დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 332 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 185 შემთხვევა, აჭარა-20, იმერეთი-51, ქვემო ქართლი-8, შიდა ქართლი-14, გურია – 13, სამეგრელო-ზემო სვანეთი-18, კახეთი-20, მცხეთა-მთიანეთი – 0, სამცხე-ჯავახეთი-1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-2.
ზუგდიდი-მესტიის გზის ცალკეულ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლისა და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ186-კმ198 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. უწყების ცნობით, ამავე გზის, კმ30-კმ186 (ჯვარი-უშგული) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, კმ70-კმ186 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი...










