მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დაბა მესტიაში შიდა ქუჩების გზის დაზიანებული სავალი ნაწილის აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს. უწყების ცნობით, პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია დაზიანებული გზის უბნების ამოჭრა და ქუჩის მონაკვეთზე ასფალტო/ბეტონის საფარის დაგება. სამუშაოების ღირებულება ხელშეკრულების მიხედვით 149 885 (ას ორმოცდაცხრაათას რვაას ოთხმოცდახუთი) ლარია. სამშენებლო სამუშაობს ელექტრონულ ტენდერში (NAT250015738) გამარჯვებული კომპანია შპს „შარა-444“...
ახალი დიზაინის საიდენტიფიკაციო და სამგზავრო დოკუმენტების გაცემა იწყება
იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ახალი თაობის, განახლებული დიზაინის საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის და ბინადრობის ელექტრონული მოწმობების გაცემას იწყებს. ახალ დოკუმენტებს მიიღებენ ის პირები, რომლებიც მიმდინარე წლის 6 ოქტომბრიდან გააკეთებენ განაცხადს. ინფორმაციას ამის შესახებ იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ავრცელებს. უწყების ცნობით, საფასურები იგივე დარჩება, ვადიანი დოკუმენტების მფლობელები კი...
სოფელ ადიში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის იფარის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ ადიშის ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. უწყების ცნობით, სამშენებლო სამუშაოების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ღირებულება შეადგენს 11 669 160 (თერთმეტი მილიონ ექვსას სამოცდაცხრა ათას ას სამოცი) ლარს. სამშენებლო სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში (NAT250012385) გამარჯვებული კომპანია თავადი-I ასრულებს. არსებული საავტომობილო გზის საფარი გრუნტისაა,...
3 ოქტომბერი უქმე დღედ გამოცხადდა
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ადმინისტრაციული ორგანოებში დასაქმებულთათვის 3 ოქტომბერი უქმე დღედ გამოცხადდა. დოკუმენტს ხელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი აწერს. დადგენილება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირების წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე.
მთავრობა – მომავალ წელს პენსია გაიზრდება
მთავრობამ პარლამენტს 2026 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსია წარუდგინა. ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მომავალ წელს, 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია 45 ლარით იზრდება და 495 ლარის ოდენობით განისაზღვრება. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 594 ლარს გაუტოლდება. ამასთან, 70 წლამდე პირთა პენსია იზრდება 20...
ჭუბერში ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა
ჭუბერში ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა. გავრცლებული ინფორმაციით, დაღუპულები ცოლ-ქმარი იყვნენ. შემთხვევა გუშინ, 29 სექტემბერს მოხდა. მანქანა მდინარე ენგურში გადავარდა.
სინოპტიკოსები ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 სექტემბერის დღის ბოლოდან 28 სექტემბრის დღის პირველ ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, კახეთის ტერიტორიაზე და მთიან რაიონებში ზოგან ძლიერი, ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის ხანმოკლე გაძლიერება. სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია აღმოსავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან...
მესტიაში ცოფის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია ჩატარდება
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით 26 სექტემბერს სურსათის ეროვნული სააგენტო შინაური და მიკედლებული ცხოველების (ძაღლი & კატა) უფასო ვაქცინაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩაატარებს. სააგენტოს ცნობით, ვაქცინაცია სააგენტოს რეგიონულ ოფისებსა და სპეციალურად გამოყოფილ სივრცეებში გაიმართება. უფასო ვაქცინაცია ჩატარდება 26 სექტემბერს, 11:00-დან 18:00 საათამდე. სამეგრელო-ზემო სვანეთში ვაქცინაციისთვის შემდეგი მისამართები...
მესტიის ღვაწლმოსილი პედაგოგები დაჯილდოვდა
მესტიის მუნიციპალიტეტის მერიამ მესტიის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა. მესტიის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში, პედაგოგებს მადლობის სიგელებთან ერთად სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. მათ შორის იყვნენ მასწავლებლები, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში წარმატებით ასრულებენ საკუთარ მისიას და არაერთი წარმატებული კურსდამთავრებული ჰყავთ აღზრდილი. კერძოდ: 1. სსიპ მესტიის მუნიციპალიტეტის რევაზ მარგიანის სახელობის სოფელ...
განათლების სამინისტრო – ექსტერნატის გამოცდებზე რეგისტრაციის ვადები განისაზღვრა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ზოგადი განათლების I-XII კლასის/კლასების/სემესტრის, ასევე I-XII კლასში/სემესტრში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის/პროგრამების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდის ჩატარებისა და ექსტერნად რეგისტრაციის ვადები დაადგინა. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისროს ინფორმაციით, მსურველი პირები დარეგისტრირებას 2025 წლის 22 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით შეძლებენ, ხოლო გამოცდები 2025 წლის...










