Blog

საქართველოს ახალ, 142-ე კათოლიკოს-პატრიარქად მეუფე შიო აირჩიეს

საქართველოს ეკლესიამ ახალი კათოლიკოს- პატრიარქი აირჩია. ქვეყნის 142-ე კათოლიკოს – პატრიარქი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) გახდა. მეუფე შიომ 22 ხმა მიიღო. რაც შეეხება პატრიარქობის სხვა კანდიდატებს, ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტმა იობმა 9 ხმა მიიღო, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა კი 7 ხმა. გაუქმდა ერთი ხმა....

პოლიციამ მესტიაში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო 

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მესტიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1 პირი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. “სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ეზოში მოწყობილი დამხმარე ნაგებობიდან და სპეციალური სამალავიდან, ამოღებულია ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, პისტოლეტი, მჭიდები, ხელყუმბარა და სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი...

უახლოეს დღეებში საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო 9-11 მაისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, უახლოეს დღეებში საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. “ქ. თბილისში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა...

მესტიაში ნარჩენების გადამტვირთავი სადგურის მშენებლობის საკითხზე შეხვედრა გაიმართა

მესტიის მუნიციპალიტეტში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ნარჩენების გადამტვირთავი სადგურის მშენებლობის საკითხზე სამუშაო შეხვედრა ქალაქ ზუგდიდში გაიმართა. გადამტვირთავი სადგური მესტიასა და მუნიციპალიტეტში შემავალ სოფლებს მოემსახურება. მსგავსი ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს ნარჩენების შეგროვებისა და გადაზიდვის უფრო ეფექტიან ორგანიზებას და შეამცირებს ტრანსპორტირების დროსა და ხარჯებს. ამასთანავე, გადამტვირთავი სადგურის ოპერირება შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა...

სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის ელექტროენერგიის სუბსიდირების თანხა იზრდება

სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის ელექტროენერგიის სუბსიდირების თანხა იზრდება. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცვლილების მიზანია, ახალი ტარიფის განსაზღვრის შემდეგ, ელექტროენერგიის გადასახადი მათთვის უცვლელი დარჩეს.   “მთავრობის დადგენილებით – ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-ზე ნაკლებია, დამატებით – 5 თეთრი დაუსუბსიდირდებათ. ჯამში ისინი, დახმარების სახით,...

მესტიის მუნიციპალიტეტს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი, ჭოუ ციენი სტუმრობდა

მესტიის მუნიციპალიტეტს ოფიციალური ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი, ჭოუ ციენი ესტუმრა და მესტიის მუნიციპალიტეტის მერთან, კაპიტონ ჟორჟოლიანთან საქმიანი შეხვედრა გამართა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, ნინო ვიბლიანი, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, მაიზერ ჯაფარიძე და ა(ა)იპ მესტიის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული თვითმმართველობის ხელმძღვანელი, ირაკლი მიქიანი. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით,...

2 მაისიდან 6 მაისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 მაისიდან 6 მაისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება, მაღალმთიან რაიონებში ზვავსაშიშროება. “მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).”-აღნიშნულია სააგენტოს გავრცელებულ ინფორმაციაში.

მესტიის №1 სკოლის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი გეგმავს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონას 300 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის და 250 მოსწავლეზე გათვლილი მესტიის №1 სკოლის რეაბილიტაციას. გამოცხადებული ტენდერების პირობების თანახმად, პროექტების ფარგლებში უნდა მომზადდეს საჯარო სკოლები განახლების გეგმები, რაც ითვალისწინებს შენობების სრულ რეაბილიტაციას და საჭიროების შემთხვევაში, გამაგრებას. მუნიციპალური ფონდის ინფორმაციით, საჯარო სკოლების განახლების სამუშაოები...

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) წარმომადგენლები, მესტიის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებს შეხვდნენ

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) წარმომადგენლები, მესტიის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებს შეხვდნენ და სააგენტოს მასშტაბური პროექტის „მოგზაურობა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სამყაროში“ შესახებ ლექცია გამართეს. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი გახლდათ ადგილობრივ ახალგაზრდებში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების შესახებ ცნობადობის ამაღლება და GITA-ს პროექტებისა და პროგრამების შესახებ ინფორმაციის გავრცელება. სააგენტოს წარმომადგენლებმა ადგილობრივ ახალგაზრდებს...

სვანეთის ჩემპიონატი ჭადრაკში 8 -18 წლამდე გოგონათა და ჭაბუკთა შორის

ბეჩოში ჩატარდა სვანეთის ჩემპიონატი ჭადრაკში, რომელშიც მონაწილეობა მიიღო სვანეთის თითქმის ყველა თემიდან ჩამოსულმა 140-მდე მოჭადრაკემ. ღონისძიებას მასპინძლობდა ბეჩოს კულტურის სახლი. საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ინფორმაციით, სვანეთში პირველად გაიმართა მსგავსი მასშტაბისა და ფორმატის საჭადრაკო ღონისძიება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადგილობრივი ახალგაზრდებისა და მოხალისეების აქტიური ჩართულობა -მათი ენთუზიაზმი და ორგანიზებულობა ღონისძიების წარმატების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი...