საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) წარმომადგენლები, მესტიის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებს შეხვდნენ და სააგენტოს მასშტაბური პროექტის „მოგზაურობა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სამყაროში“ შესახებ ლექცია გამართეს. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი გახლდათ ადგილობრივ ახალგაზრდებში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების შესახებ ცნობადობის ამაღლება და GITA-ს პროექტებისა და პროგრამების შესახებ ინფორმაციის გავრცელება. სააგენტოს წარმომადგენლებმა ადგილობრივ ახალგაზრდებს...

