საქართველოს ისტორიაში პირველად, 2024 წელს, კურორტ თეთნულდზე, ფრირაიდის მსოფლიო ტური ჩატარდება. ინფორმაციას ამის შესახებ მთის ტრასების სააგენტო ავრცელებს. "საქართველო 6 წამყვან ექსკლუზიურ ქვეყანას შორის დასახელდა (კანადა, ანდორა, ესპანეთი, შვეიცარია, ავსტრია და საქართველო), რომელთაც ფრირაიდის მსოფლიო ტურის ჩატარების უფლება ხვდათ წილად. გადაწყვეტილება საფრანგეთის ქალაქ ანესში, ფრირაიდის ყოველწლიურ ღონისძიებაზე გახდა ცნობილი. ფრირაიდის...

