მესტიის მუნიციპალიტეტის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი, მერის პირველი მოადგილე ნელი ნავერიანი, მერიის სხვა სამსახურების თანამშრომლებთან ერთად, ავსტრიის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში თომას მიულმანს და პროექტ GRETA-ს ხელმძღვანელს, რიკარდო მონტანარის შეხვდნენ. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემებზე და საჭიროებებზე.მათ ასევე განიხილეს ურთიერთანამშრომლობის სამომავლო გეგმები. შეხვედრის დასასრულს, მესტიის მერმა სტუმრებს ვიზიტისთვის...
მესტიაში საქველმოქმედო მარათონი „ჯანსაღი ცხოვრება ჩვენი წესია“ გაიმართა
დაბა მესტიაში, საქველმოქმედო მარათონი „ჯანსაღი ცხოვრება ჩვენი წესია“ გაიმართა. შეჯიბრი მიხეილ ხერგიანის სახელობის დაბა მესტიის #2 საჯარო სკოლის პედაგოგის, ნაზიბროლა გულბანის ინიციატივითა და ამავე სკოლის დირექციის ორგანიზებით ჩატარდა. 2,5 კილომეტრიან გარბენში მონაწილეობა მიიღეს მესტიის სხვადასხვა სკოლის მოსწავლე ახალგაზრდებმა, პედაგოგებმა და მშობლებმა. მონაწილეთა შორის საპრიზო ადგილები დაიკავეს: I – IV კლასი:...
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა თემატური მოკვლევის ფარგლებში მესტიაში შეხვედრები გამართა
პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა „სასკოლო საგანმანათლებლო რესურსების გამოყენების პრაქტიკა ეფექტიანი სწავლა-სწავლების უზრუნველყოფის პროცესში" საკითხის თემატური მოკვლევის ფარგლებში მესტიაში შეხვედრები გამართა. სამდღიანი გასვლითი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მოკვლევის ჯგუფის წევრებმა სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი მოინახულეს და ადგილობრივი სკოლების მიერ მუზეუმის რესურსის გამოყენების პრაქტიკას და მოსწავლეებისთვის არსებულ სერვისებს გაეცნენ. ამავე პროცესში პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების რესურსის...
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო მესტიაში მოსახლეობას შეხვდება
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მობილური ჯგუფი, დაბა მესტიის პოლიციის შენობაში, ადგილობრივ მოსახლეობას 7 ივნისიდან 11 ივნისის ჩათვლით მოემსახურება და მიაწვდის შემდეგი სახის სერვისებს: სატრანსპორტო საშუალების (ავტომანქანები, მოტოციკლები, ტრაქტორები, მისაბმელები, ნახევარმისაბმელები) განბაჟება და რეგისტრაცია; იარაღის (სანადირო თოფი, კარაბინი, პისტოლეტი და ა.შ.) რეგისტრაცია; ნასამართლობის შესახებ ცნობის გაცემა; მართვის უფლების მისაღები თეორიული...
საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ქალებისთვის კონკურსი გამოცხადდა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, სსიპ ფინანსთა სამინისტროს აკადემიასთან თანამშრომლობით, აცხადებს კონკურსს სასწავლო ტრენინგში „მეწარმეობის პრაქტიკული კურსი – როგორ დავიწყოთ ბიზნესი“ მონაწილეობის მისაღებად გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებისა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალებისთვის. უწყების ცნობით, სასწავლო ტრენინგი მიზნად ისახავს მეწარმეობის შესახებ თეორიული ცოდნის...
მესტიაში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბოლო პერიოდში, სამეგრელოში, სვანეთში, შიდა ქართლსა და იმერეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე, უკანონო საბრძოლო მასალა ამოიღეს, 3 პირი დააკავეს და 2 ამხილეს. უწყების ცნობით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მესტიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1981 წელს დაბადებული დ.ჩ. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის...
მესტიაში 26 მაისს საზეიმო და შემეცნებითი ღონისძიება გაიმართება
მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 26 მაისის აღსანიშნავად, მესტიაში, მთელი დღის განმავლობაში, გაიმართება სხვადასხვა სახის საზეიმო და შემეცნებითი ღონისძიება. მუსიკალური და თეატრალური წარმოდგენები, ისტორიული გამოფენები, მოეწყობა ქართული-ხალხური ტრადიციების კუთხეები, გაიმართება სპორტული აქტივობები კონკურსები, საბავშვო სპექტაკლები და შოუები. 17 საათსა და 10 წუთზე საზეიმო აღნიშვნა. საღამოს დასკვნითი კონცერტი გაიმართება ანსამბლი ჰერიო და...
პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია იწყება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 24 მაისს, დილის 09:00 საათიდან საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონულ რეგისტრაციას იწყებს, რომელიც 15 ივნისს დღის ბოლოს დასრულდება. რეგისტრაციას ბავშვის მშობელი ან მისი კანონიერი წარმომადგენელი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალური ვებგვერდის – https://registration.emis.ge – მეშვეობით ელექტრონული ფორმით უზრუნველყოფს. იხილეთ საყოველთაო რეგისტრაციის ინსტრუქცია: https://mes.gov.ge/mesgifs/1653291639_Instruqcia%202022.pdf საქართველოს განათლებისა და მეცნიერების...
პოლიციამ მესტიაში უკანონო იარაღი ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, კახეთში, სამეგრელოსა და იმერეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს, დაკავებულია 6 პირი. სამართალდამცველებმა მესტიის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, თ.კ.-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 30 ვაზნა, ხოლო ქალაქ ზუგდიდში, გ.დ.-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის...
მოსწავლეები ჭადრაკს პირველი კლასიდან სავალდებულო საგნად შეისწავლიან
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, მოსწავლეები ჭადრაკს პირველი კლასიდან სავალდებულო საგნად შეისწავლიან. ინფორმაციას საქართველოს განათლების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მოსწავლეებში ანალიტიკური, ლოგიკური, კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემების პრაქტიკული გადაჭრის უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით, ჭადრაკი ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის პირველ კლასში სავალდებულო საგნად ემატება. „სავალდებულო საგნად ჭადრაკის შესწავლა 2022-2023 წლის...









