17 მარტის დღის ბოლოდან დასავლეთ საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 მარტის დღის ბოლოდან დასავლეთ საქართველოში, ხოლო 19-20 მარტს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში ზოგან თოვლი, შესაძლებელია ძლიერი. უწყების ცნობით, სანაპირო რაიონებში შესაძლებელია ქარის გაძლიერება და ზღვაზე 4 – 5 ბალიანი შტორმი. “საქართველოს მთიან რეგიონებში ჰაერის მაღალი ტემპერატურით გამოწვეულმა თოვლის დნობამ და თანდართულმა ინტენსიურმა...

უახლოეს დღეებში საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო, 14-16 მარტს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, უახლოეს დღეებში საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. “ქ. თბილისში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით...

სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, დევნილთა და ეკომიგრანტთა განაცხადების მიღება იწყება

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციით, “განსახლებულ დევნილთა და ეკომიგრანტთა ინტეგრაციის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში განაცხადების მიღება იწყება. უწყების ცნობით, სააგენტო იძულებით გადაადგილებულ პირებს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, ხელის ტრაქტორებს, სხვადასხვა სახეობის მრავალწლიან კულტურებს, სასოფლო-სამეურნეო, სურსათის წარმოებისა და გადამუშავებისთვის საჭირო ინვენტარს შეუძენს. “პროგრამის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, იძულებით გადაადგილებული...

11-13 მარტს მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 11-13 მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. “თბილისში 11-13 მარტს მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი იქნება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 11-13 მარტს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში...

კალას ადმინისტრაციულ ერთეულში ახალი საბავო ბაღი მოეწყო

მესტიის მუნიციპალიტეტში კალას ადმინისტრაციულ ერთეულში ახალი საბავო ბაღი მოეწყო. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტი მოქალაქეთა ჩართულობის და ინიციატივის პროგრამის ფარგლებში, მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით განხორციელდა. +31

მომდევნო დღეებში უნალექო ამინდია ნავარაუდევი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. “თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) თბილი...

მესტიის მუნიციპალიტეტს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება

მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გეგმიური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 7 მარტს, 16:00 საათიდან 19:00 საათამდე, მესტიის მუნიციპალიტეტს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება. "გეგმიური სამუშაოები "ლაჯანურის" მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის სრული რეაბილიტაციისთვის ხორციელდება".-აღნიშნულია ინფორმაციაში.

საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ 2025-2026 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის ვადები და პირობები განსაზღვრა.  საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, 2025 წლიდან, სურვილის შემთხვევაში, პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ის ბავშვებიც, რომლებსაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ.  რეგისტრაციის ვადები:  I ეტაპი – რეგისტრაციის პირველ ეტაპზე, 2025წლის 10მარტიდან...

ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია 5 მარტს დაიწყება

2025 წლის რეგისტრაცია ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, ასევე სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის 5 მარტს, 10:00 საათზე დაიწყება და 2 აპრილის 18:00 საათზე დასრულდება. ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ნინო წერეთელმა ბრიფინგზე ისაუბრა. “წელსაც ცენტრის მთავარი რჩევა გამოსაცდელებისათვის იქნება, რომ დეტალურად გაეცნონ რეგისტრაციის ინსტრუქციას და, რაც მთავარია, განსაკუთრებული ყურადღება...

მერია – “ლაჯანურის” მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზზე სარემონტო სამუშაოები დასრულებულია

მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, "ლაჯანურის“ მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოები დასრულებულია. "მესტიის მუნიციპალიტეტს სრული ენერგომომარაგება დღეიდან აღუდგება."-აღნიშნულია ინფორმაციაში.