მესტიის N1 საბავშვო ბაღის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პროექტი იწყება

დაბა მესტიაში, მესტიის N1 საბავშვო ბაღის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პროექტი იწყება. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 2 918 160 ლარს შეადგენს.

მესტიაში ზვავის ჩამოწოლას ტურისტი ემსხვერპლა

სვანეთში ზვავის ჩამოწოლას ერთი ტურისტის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია ქალი ტურისტი. შემთხვევა მესტიაში გუშინ მოხდა.

გარემოს ეროვნული სააგენტო, მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

გარემოს ეროვნული სააგენტო, 25-27 მარტს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, 25 მარტს საქართველოში შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი, ხოლო 26-27 მარტს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს. “ქ. თბილისში 25 მარტს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 26-27 მარტს შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი დაფიქსირდება....

მესტიაში “ზურულდი – 2025”გაიმართება

22 მარტს, მესტიაში, ზურულდის მთაზე სათხილამურო შეჯიბრი მოყვარულთათვის "ზურულდი - 2025”გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეებს და სტუმრებს სპეციალური მოსასვენებელი და გასართობი სივრცეები დახვდებათ.

24 მარტიდან გამოიდარებს

გარემოს ეროვნული სააგენტო, 22-24 მარტს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, 23 მარტის დილამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცივი და ნალექიანი ამინდი. 24 მარტიდან გამოიდარებს და დათბება. “ქ. თბილისში 23 მარტის დილამდე შენარჩუნებული იქნება ცივი და ნალექიანი ამინდი. 24 მარტიდან გამოიდარებს და დათბება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +12 გრადუსი...

ლაჯურღულას მონაკვეთზე მოძრაობა ორხმრივად აღდგენილია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 96-ე კილომეტრზე (ლაჯურღულა) ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია, მოძრაობა ორხმრივად აღდგენილია.

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 96-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 96-ე კმ-ზე (ლაჯურღულა) ჩამოსული დიდი მოცულობის კლდის მასის გამო, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

კალა-უშგულის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის გზის კმ178-კმ183 (კალა-უშგული) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

კალა-უშგულის გზის მონაკვეთზე, ინტენსიური ქვისცვენის გამო გადაადგილება შეფერხებით მიმდინარეობს

მესტიის მუნიციპალიტეტში, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ94- კმ98 (ლაჯურღულა) და კმ178 -კმ183 (კალა-უშგული, ე.წ. “დევისნაშენი”) მონაკვეთებზე, ინტენსიური ქვისცვენის გამო გადაადგილება შეფერხებით მიმდინარეობს. უწყების ცნობით, ადგილზე მობილიზებულია საგზაო დეპარტამენტის შესაბამისი ტექნიკა, რომელიც უზრუნველყოფს გზის გაწმენდით სამუშაოებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოსახეობას მიმართავს

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კახეთის, ქვემო ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში ტყის ხანძრის რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა. ხანძრის კერის გაჩენის შესაძლო მიზეზად ადამიანთა დაუდევრობა განიხილება, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ეროვნული სატყეო სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, დაიცვან უსაფრთხოების წესები, დაემორჩილონ...