მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სს "ენერგო-პრო ჯორჯიას" თანამშრომლები მესამე დღეა ურთულეს კლიმატურ პირობებში ცდილობენ „ლაჯანურის“ დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზის შეკეთებას. "ადგილზე მისასვლელად მუშაობს ორი ერთეული მძიმე ტექნიკა, მაღალი თოვლის საფარის გამო, დაზიანების ადგილამდე მისვლა ამ დრომდე ვერ ხერხდება. ამ ეტაპზე, მესტიის მუნიციპალიტეტი მარაგდება მხოლოდ "ჯვარის" ელექტროგადამცემი ხაზით, რომელიც ვერ უზრუნველყოფს სრულ...
მესტიაში ფესტივალი “გიზ-გიზი“ მიმდინარეობს
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ზამთრის სათხილამურო კურორტებზე ფესტივალ „გიზ-გიზს“ აგრძელებს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ფესტივალს წელს პირველად სვანეთი მასპინძლობს. ფესტივალის ფარგლებში, მესტიაში კვების ზონა და სამეწარმეო ბაზარი მოეწყო, სადაც ადგილობრივ მეწარმეებს საშუალება აქვთ წარმოადგინონ თავიანთი პროდუქტები. „გიზ-გიზის“ ფარგლებში მიმდინარეობს სხვადასხვა გასართობი აქტივობები, მუსიკალურ გაფორმებაზე კი ქართველი დიჯეები ზრუნავენ. "გიზ-გიზი“ ზამთრის...
23-25 თებერვალს დასავლეთ საქართველოში თოვლია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23-25 თებერვალს დასავლეთ საქართველოში კვლავ მოსალოდნელია თოვლი, ზოგან ძლიერი. სანაპირო რაიონებში ძლიერი, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-6 ბალიანი შტორმი, კოლხეთის დაბლობზე ღამის საათებში ჰაერის ტემპერატურის -4, -6 გრადუსამდე დაწევა. “საქართველოს მთიან და მაღალმთიან რაიონებში ზოგან ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა....
“თეზოს თასი 2025”
მესტიაში, კურორტ ჰაწვალის სათხილამურო ტრასაზე გაიმართა ვეტერანი მოთხილამურის, თეზო ჯაფარიძის სახელობის ტურნირი "თეზოს თასი 2025" სამთო–სათხილამურო სპორტში. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ტურნირი, უკვე მეათე წელია, რაც ტარდება, თეზოს მეგობრებისა და სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით. შეჯიბრი გაიმართა მოყვარულ ქალ და მამაკაც მოთხილამურეებს შორის, გიგანტურ სლალომში, სადაც მონაწილეობა მიიღეს თეზოს მეგობრებმა, ყოფილმა და...
19 – 21 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19 – 21 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, მთაში და მაღალმთაში ზოგან ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა. “დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. (საფრთხის დონე საშუალო).”-აღნიშნულია ინფორმაციაში.
თოვის და ზვავსაშიშროების გამო, სვანეთის გზებზე შეზღუდვები დაწესდა
თოვის და ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ178-კმ192 (კალა-ლასდილი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, გზის კმ30-კმ177 (ჯვარი-კალა) მონაკვეთზე შეზღუდულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ინფორმაციას...
Georgia Freeride Series მესტიაში
Svaneti Freeride Week-ის ფარგლებში, ზურულდის მთაზე, 1-ვარსკვლავიანი ახალგაზრდული შეჯიბრება ჩატარდა. საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა. U14 სნოუბორდი დემეტრე იოსელიანი U14 თხილამური ნიკოლოზ გვარლიანი ალექსანდრე მეტრეველი ალექსანდრე ხერგიანი U16 Ski რეზი ჯაფარიძე ნიკოლოზ ნაკანი კახუნა გოშთელიანი U18 Ski საბა მჭედლიანი რეზი ჭეხანიRezi დათუნა რატიანი ღონისძიება "white rabbit" - ის ორგანიზებით და "svaneTi...
მომდევნო დღეეში ნალექია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტო, 15-17 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. “თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 15 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება, 16-17 თებერვალს კი ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი,...
მესტიაში “თეზოს თასი 2025” გაიმართება
15 თებერვალს, მესტიაში "თეზოს თასი 2025" გაიმართება. ყოველწლიური ასპარეზობა თეზო ჯაფარიძის სახელს ატარებს, რომელსაც სვანეთში სათხილამურო კურორტის შექმნის იდეა და ჰაწვალის არეალზე პირველი საბაგიროს დადგმა უკავშირდება. სპორტულ ასპარეზობაში მონაწილეობა ნებისმიერ მოყვარულ მოთხილამურეს შეუძლია.
8-9 თებერვალს შენარჩუნებული იქნება ცივი და ზოგან ნალექიანი ამინდი
გარემოს ეროვნული სააგენტო, 8-10 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 8-9 თებერვალს საქართველოში შენარჩუნებული იქნება შედარებით ცივი და ზოგან ნალექიანი ამინდი, 10 თებერვალს კი გამოიდარებს. “ქ. თბილისში 8-9 თებერვალს შესაძლებელია მცირე ნალექი და ნისლი, 10 თებერვალს კი უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +4, +6 გრადუსი დაფიქსირდება....









