მესტიაში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი კაპიტონ ჟორჟოლიანი იქნება

დღეს, „ქართული ოცნების“ მესტიის საარჩევნო შტაბში, ადგილობრივ აქტივს 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე მესტიის მერობის კანდიდატი კაპიტონ ჟორჟოლიანი წარუდგინეს. კაპიტონ ჟორჟოლიანი მოქმედი მერია.

განკარგულება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ

მიხეილ ყაველაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების 4 ოქტომბერს ჩატარების შესახებ განკარგულება გამოსცა. „საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის მიერ გამოცემული განკარგულების თანახმად, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები 2025 წლის 4 ოქტომბერს ჩატარდება. განკარგულება თანახელმოწერილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის მიერ.” -ინფორმაციას ყაველაშვილის პრესსამსახური ავრცელებს.

1 და 2 აგვისტოს მაღალი ტემპერატურის ფონზე, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1 და 2 აგვისტოს საღამოს და ღამის საათებში საქართველოში, მაღალი ტემპერატურის ფონზე, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დასავლეთ საქართველოს ჩრდილო-მთიან რაიონებში და აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ელჭექის დროს ქარის გაძლიერება. სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში...

მუზეუმმა ანსამბლ “რეხეულს“ უმასპინძლა

სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმმა, ოზურგეთის კულტურის და მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრთან არსებულ, ქალთა კამერულ ანსამბლს „რეხეულს“ უმასპინძლა. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიება მესტიის ფოლკლორის ცენტრის ორგანიზებით დაიგეგმა. კონცერტზე მესტიის სალოტბარო სკოლაც წარსდგა სვანური და ქართული საგალობლებით. ქალთა ანსამბლ „რეხეულის“ ხელმძღვანელი, ფოტინე გორდელაძე, ასევე გახლავთ საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ოზურგეთის სალოტბარო...

გარემოს ეროვნული სააგენტო – 4 აგვისტომდე საქართველოში ნარჩუნდება ჰაერის მაღალი ტემპერატურა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 4 აგვისტომდე საქართველოში ნარჩუნდება ჰაერის მაღალი ტემპერატურა, ზოგან 38-40 გრადუსამდე. უწყების ცნობით, მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურა სითბური სტრესისა და ტყის ხანძრების რისკის ხელშემწყობ პირობას წარმოადგენს (საფრთხის დონე საშუალო).

“სვანეთობა 2025”

სვანეთობის დღესასწაულზე, მესტიის მუნიც8იპალიტეტში მთელი დღის განმავლობაში, სხვადასხვა ღონისძიება მიმდინარეობდა. ცენტრალურ სკვერში განთავსებული იყო პავილიონები, სადაც წარმოდგენილი იყო ადგილობრივი ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევრები, ძველი სვანური საყოფაცხოვრებო ნივთები და სვანური ტრადიციული სამზარეულოს გამორჩეული და საუცხოო კულინარიული შედევრები. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფესტივალის ფარგლებში დასახელებულ მესტიის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქეს, სვანეთის მკვიდრს, მსოფლიო...

“მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამაში” განაცხადების მიღება დაიწყო

„მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამაში” განაცხადების მიღება მიმდინარე წლის 30 ივლისის 12:00 საათზე დაიწყება. განაცხადების მიღება გაგრძელდება: რძის პირველადი წარმოების დაფინანსების შემთხვევაში ბიუჯეტის (3 მლნ ლარი) ამოწურვამდე. სათბურებისა და მზის ენერგიაზე მომუშავე ელექტრო სადგურების დაფინანსების მიმართულებით 30 აგვისტოს 18:00 საათამდე. პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება როგორც ახალი საქმიანობის დაწყება, ასევე...

გარემოს ეროვნული სააგენტო 27-31 ივლისს, მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 27-31 ივლისს დასავლეთ საქართველოს დაბლობ და მთიან რაიონებში, ხოლო 29-31 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოს ბარსა და მთაში ზოგან მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მომატება 38-41 გრადუსამდე. უწყების ცნობით, მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურა სითბური სტრესისა და ტყის ხანძრების რისკის ხელშემწყობ პირობას წარმოადგენს (საფრთხის დონე საშუალო).

29 ივლისს, “სვანეთობა 2025” გაიმართება

29 ივლისს, დაბა მესტიაში ყველაზე გემრიელი და მრავალფეროვანი ღონისძიება „სვანეთობა 2025" გაიმართება. 13:00 საათიდან, სეტის ცენტრალურ სკვერში, მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ერთეულების პავილიონებთან, წარმოდგენილი იქნება ადგილობრივი ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევრები, ძველი სვანური საყოფაცხოვრებო ნივთები და სვანური ტრადიციული სამზარეულოს გამორჩეული და საუცხოო კერძები. ადგილობრივ თუ ჩამოსულ ვიზიტორს, შესაძლებლობა ექნება დააგემოვნოს სვანური კერძები და...

სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მიმართავს

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სურსათის ეროვნული სააგენტო სხვადასხვა მაჩვენებელზე გამოსაკვლევად ყოველწლიურად ხილის და ბოსტნეულის 400-მდე ნიმუშს იღებს. უწყების ცნობით, კანონმდებლობისა და საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, ნიმუშის აღებისას დაცული უნდა იყოს დადგენილი წესები. “სურსათის ეროვნული სააგენტო ეყრდნობა მხოლოდ საერთაშორისო (ISO) სტანდარტის მქონე აკრედიტებულ ლაბორატორიაში შესაბამისი მეთოდოლოგიით ჩატარებული კვლევის შედეგებს. შესაბამისად, საეჭვო ხელსაწყოების...