სამომხმარებლო ბაზარზე ხორცი „QR“ კოდით განთავსდება

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და FAO-ს ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის ელექტრონული სისტემის (NAITS) პროექტის მხარდაჭერით, სამომხმარებლო ბაზარზე ხორცი QR კოდით განთავსდება. ამასთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტო ქვეყნის მასშტაბით არსებულ სასაკლაოებს შესაბამისი ტექნიკურ აღჭურვილობას გადასცემს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ვასილ ბასილაძემ აღნიშნა, რომ ბაზარზე ხორცის „QR“ კოდით...

ირაკლი ღარიბაშვილი – ხორბლისა და ფქვილის საკმარისზე მეტი მარაგი არსებობს

საკმარისზე მეტი მარაგი არსებობს ფქვილის, ხორბლის მარაგიც არსებობს ქვეყანაში და სულ რაღაც ერთ თვეში, თვე-ნახევარში უკვე ჩვენც საკუთარ ხორბალს, მოსავალს ავიღებთ. შესაბამისად, არავითარი აჟიოტაჟის საფუძველი არ იყო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. „დარგის წარმომადგენლები ითხოვენ ფქვილზე გადასახადის შემოღებას, ხომ? – რაც, რა თქმა უნდა,...

კორონავირუსის 602 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 697 პირი, გარდაიცვალა ერთი პაციენტი

დავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გასული ერთი კვირის (09.05-15.05.2022) განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 602 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 697 ადამიანი. ერთი კვირის მონაცემებით, კორონავირუსით გარდაიცვალა ერთი პაციენტი. უპირატესად ცირკულირებს და დომინანტია ომიკრონის B.A.2 შტამი. ერთ კვირაში ქვეყანაში ჩატარდა 97 625 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 86 222, „პისიარ“ ტესტით...

ზურაბ აზარაშვილი-პენსიონერებს სესხი და მომსახურების პირობები გაუიაფდებათ

პენსიონერებს სესხი და მომსახურების პირობები გაუიაფდებათ, – ამის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. “დღეს დასრულდა ტენდერი, რომელიც გამოცხადებული გვქონდა ჩვენი პენსიონერებისთვის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული პირობებით. ტენდერში გაიმარჯვა იგივე ბანკმა, „ლიბერთი ბანკმა“, რომელიც წლებია ემსახურება პენსიონერებს. ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ მათ აქვთ შესაბამისი გამოცდილება და ინფრასტრუქტურა....

“სუფთა რეგიონი 2021” ფარგლებში, მესტია სუფთა დაბად დასახელდა

ზუგდიდის და მესტიის მუნიციპალიტეტები კონკურსის „სუფთა რეგიონი 2021“-ის გამარჯვებულები არიან. დაჯილდოების ცერემონიალზე ზუგდიდი ყველაზე სუფთა მუნიციპალიტეტად დასახელდა, მესტია ყველაზე სუფთა დაბად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელი ჭკადუაში ყველაზე სუფთა სოფლად, ხოლო ნომინაცია „ლამაზი ეზოს“ გამარჯვებული ზუგდიდის სოფელ ცაიშში ბესიკ პერტაიას ეზო გახდა. კონკურსი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და „საქართველოს...

მარიამ კვიციანს საზოგადოების დახმარება სჭირდება

რაჭა ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს ხელმძღვანელი ქრისტინა კობახიძე სოციალურ ქსელში წერს: "ისე, როგორც არასდროს ჩემო სვანებო და არა მარტო სვანებო, უნდა გავერთიანდეთ. გვჭირდება 20 500 ლარი მარიამის ცხოვრების გასაუმჯობესებლად მოგმართავთ თხოვნით ზემო სვანეთში მცხოვრებ, უჭკვიანეს, ულამაზეს და უკეთილშობილეს გოგოს, ჩვენი დახმარება ახლა ისე სჭირდება, როგორც არასდროს. 22...

დღეიდან საქართველოში რეცეპტის გამოწერა მხოლოდ გენერიკული დასახელებით მოხდება

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 11 აპრილიდან რეცეპტის გამოწერა მხოლოდ გენერიკული დასახელებით მოხდება. “ფარმაცევტული სფეროს გამჭვირვალობის, მოსახლეობისთვის ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მედიკამენტების უზრუნველყოფის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრო, ფარმაცევტულ სფეროში რეფორმას ახორციელებს, რის შედეგადაც ექიმი ვალდებული იქნება მედიკამენტი მხოლოდ გენერიკული დასახელებით გამოწეროს. ფარმაცევტი მომხმარებელს, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ, გენერიკული მედიკამენტების ,,პოზიტიური სიიდან“ სამ ყველაზე იაფ...

მესტიაში ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, სამეგრელოში, შიდა ქართლში და კახეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს - დაკავებულია 8 პირი. უწყების ცნობით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მესტიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1976 წელს დაბადებული ზ.ნ. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, მესტიაში დააკავეს. მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას,...

მესტია-უშგულის მონაკვეთზე ტრაილერების მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის კმ138-კმ186­ (მესტია-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. მათივე ინფორმაციით, საავტომობილო გზის კმ30-კმ138 (ჯვარი-მესტია) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ...

კალა-უშგულის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქვისცვენის საშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ176-კმ186 (კალა-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.