მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 16-17 ნოემბერს, მესტიის მუნიციპალიტეტის მერიაში, სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტი (ჰარმონიზაციის ცენტრი). უწყების ცნობით, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები ჩატარდა მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან, საკრებულოს წარმომადგენლებსა და ა(ა)იპ-ების დირექტორებთან, სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის რეფორმის ცნობადობის გაზრდის მიზნით. შეხვედრაზე, მიმდინარეობდა შიდა აუდიტის სუბიექტის...
“შემოდგომის გაცილება”
მესტიის მესამე საჯარო სკოლაში ჩატარდა ღონისძიება, სახელწოდებით "შემოდგომის გაცილება". მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიება ორი ნაწილისგან შედგებოდა. მოსწავლეები აუდიტორიის წინაშე წარსდგნენ პედაგოგ დოდო მერლანის ლექსებით და შეასრულეს სხვადასხვა ნაწარმოებების მიხედვით დადგმული თეატრალური წარმოდგენები. ღონისძიების მეორე ეტაპზე კი მოეწყო საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა. მოსწავლეებმა გასაყიდად გამოიტანეს საკუთარი ხელნაკეთი ნამუშევრები და მათ საკუთრებაში არსებულ...
გაიმართა მიხეილ ხერგიანის 90 წლის იუბილისადმი მიძღვნილი, საერთაშორისო მემორიალის, დახურვის ცერემონია
მესტიის ხელოვნებისა და კულტურის ცენტრში, „კლდის ვეფხვად“ წოდებული, ლეგენდარული მთამსვლელის, სპორტის საერთაშორისო ოსტატის, მიხეილ ხერგიანის 90 წლის იუბილისადმი მიძღვნილი, საერთაშორისო მემორიალის, დახურვის საზეიმო ცერემონია გაიმართა მეკლდეურობაში. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დამსწრე საზოგადოების წინაშე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ მიხეილ ხერგიანის მეგობრები, მოსწავლეები და ოჯახის წევრები, რომლებმაც გაიხსენეს საინტერესო ეპიზოდები მთამსვლელის ცხოვრებიდან. აღსანიშნავია,...
დასრულდა საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის 2022 წლის მეორე ტური
ზუგდიდის ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრში დასრულდა საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის 2022 წლის მეორე ტური, რომელიც ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფესტივალში მონაწილეობა მიიღო სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტმა. მესტიის მუნიციპალიტეტიდან მონაწილეობდა მესტიის ფოლკლორული ანსამბლი ,,რიჰო", ლენჯერის ანსამბლი ,,ცხარვაშ", ლატალის ანსამბლი ,,ლატალი", ჭუბერის ანსამბლი ,,ნენსკრა" და ეცერის...
მესტიაში სტარტი აიღო საერთაშორისო მემორიალურმა ტურნირმა მეკლდეურობაში
მესტიაში სტარტი აიღო "კლდის ვეფხვად“ წოდებული სახელოვანი მთამსვლელის და მეკლდეურის, მიხეილ ხერგიანის ტრადიციულმა საერთაშორისო მემორიალურმა ტურნირმა მეკლდეურობაში. გახსნის ცერემონიალი მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმში გაიმართა. ღონისძიება გახსნა მესტიის ფოლკლორულმა ანსამბლმა ,,რიჰომ" სვანური საგალობელით ,,ლილე". მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს და მთამსვლელის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ისაუბრეს მისმა მეგობრებმა, ლადო...
საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ახალი ვიდეო რგოლი მზადდება
საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ახალი ვიდეო რგოლი მზადდება. ახალი ტურისტული ვიდეო რგოლის გადასაღებად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ამერიკის შეერთებული შტატებიდან პოპულარულ გადამღებ ჯგუფს მასპინძლობს. გადამღები ჯგუფი საქართველოს, ქალაქ სან-ფრანცისკოში საქართველოს გენერალური საკონსულოს თანაორგანიზებით ეწვია. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. “Mystery Box”-ის მაღალრეიტინგული ვიდეოგრაფების ჯგუფი Jacob + Katie Schwarz საქართველოს შესახებ ვიდეო...
მესტიაში 29-30 ოქტომბერს ჩატარდება უფასო ალერგო-იმუნოლოგიური კვლევები
29-30 ოქტომბერს, Მესტიის საავადმყოფოში და ჭუბერის ამბულატორიაში, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი და პროფესორი, ბაია ბეზარიშვილი ჩაატარებს უფასო ალერგო-იმუნოლოგიურ კვლევებს. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ალერგო-იმუნოლოგს შეუძლიათ მიმართონ შემდეგი ჩივილების მქონე პაციენტებმა, მიიღონ კვალიფიციური მომსახურეობა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (რომლითაც შესაძლებელია სასუნთქი სისტემის დაზიანების ხარისიხის განსაზღვრა). კვლევა ჩატარდება სპირომეტრით, რაც გულისხმობს, სუნთქვის...
მესტიის ღვაწლმოსილ პედაგოგს ციური გაბლანს 80 წლის იუბილე მიულოცეს
დღეს, მესტიის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა მესტიის მუნიციპალიტეტის №1 საჯარო სკოლის ღვაწლმოსილ მასწავლებელს ციური გაბლიანს 80 წლის იუბილე პირადად მიულოცეს და საჩუქრად სვანური საკარცხული (ეგრეთწოდებული მახვშის სკამი) და ჯიმშერ გუჯეჯიანის მიერ ტილოზე შესრულებული ნახატი გადასცეს. მესტიის მუნიცალიტეტის მერიის ინფორმაციით, დამსახურებულ პედაგოგს მერის მრჩეველმა კულტურისა და სოციალურ საკითხებში ლევან კიკვიძემ საქართველოს...
ბაზისბანკის მხარდაჭერით, მესტიაში სასტუმრო “სანსეტ ტერასა” გაიხსნა
ბაზისბანკის, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებლის მიერ განხორციელებული ინვესტიციით და სასტუმრო ინდუსტრიის განვითრების პროგრამა "უმასპინძლე საქართველოში“ ფარგლებში, მესტიაში კიდევ ერთი ახალი, 16 ნომრიანი სასტუმრო - სანსეტ ტერასა აშენდა. პროექტის ჯამური ღირებულება 1.7 მილიონი ლარია, ხოლო ბაზისბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიციის მოცულობამ 1 მილიონ ლარამდე შეადგინა. სასტუმრო, კომფორტულ და მყუდრო გარემოში დასვენებას,...
გაიმართა რობიზონ ჯაფარიძის ხსოვნისადმი მიძღვნილ რესპუბლიკური ტურნირი
მესტიის ლერი ნაკანის სპორტულმა ცენტრმა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, რობიზონ ჯაფარიძის ხსოვნისადმი მიძღვნილ რესპუბლიკურ ტურნირს უმასპინძლა. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეჯიბრი გაიმართა 2008 - 2009 და 2010 - 2012 წლებში დაბადებულ სპორტსმენთა შორის შორის ჭიდაობა - ძიუდოში. სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ თბილისის, ქუთაისის, ზუგდიდის, ქობულეთის, ოზურგეთის, აბაშის, ხობის, სამაჩაბლოს, მარნეულის, სენაკისა და...










