ტემპერატურის მატებასთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებენ

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მომატებული ტემპერატურისა და უნალექო ამინდების გამო მოსახლეობას აფრთხილებს. “გაცნობებთ, რომ მომავალი დღეების განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით შენარჩუნდება მომატებული ტემპერატურა და უნალექო ამინდები. გარდა ამისა, მთიან რეგიონებში, ჰაერის მაღალ ტემპერატურასთან ერთად, მოსალოდნელია ძლიერი ქარიც, რაც ტყის ხანძრების გაჩენის ხელშემწყობ ფაქტორებს შექმნის. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შესაძლო გართულებების...

საგანგებო-მწვერვალ თეთნულდის მიმდებარედ დარჩენილ 3 მთასვლელს შორის კომუნიკაცია შედგა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსა და მწვერვალ თეთნულდის მიმდებარედ დარჩენილ 3 მთასვლელს შორის კომუნიკაცია შედგა. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. "მთასვლელთა განცხადებით, თავს კარგად გრძნობენ, არ ესაჭიროებათ მაშველთა დახმარება და გადაადგილდებიან დამოუკიდებლად დასახლებული პუნქტის მიმართულებით. მაშველთა ჯგუფი უცხოელ მთასვლელთა შესახვედრად საპირისპირო მიმართულებით კვლავ აგრძელებს ქვეითად მოძრაობას. სამაშველო...

თეთნულდზე ჩარჩენილი უცხოელი ტურისტი გარდაიცვალა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა, თეთნულდის მწვერვალზე მყოფი უცხოეთის 6 მოქალაქიდან ორი დაშავებული პირი და ერთი გარდაცვლილის ცხედარი, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით, მესტიაში გადმოიყვანეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. "სამაშველო ღონისძიება გრძელდება თეთნულდის მწვერვალზე მყოფი 3 მთასვლელის გამოსაყვანად. დაშავებული მთასვლელების ინფორმაციით, სამივე მთასვლელი საკუთარი ძალებით მოემართებიან...

თეთნულდზე დაშავებულ მთასვლელთა ინფორმაციით, 6 უცხოელი ტურისტიდან ერთი ნაპრალშია გადავარდნილი 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში საერთაშორისო დაკვირვებისა და ძებნის ცენტრიდან შემოვიდა SOS შეტყობინება, რომ მწვერვალ თეთნულდზე უცხოელ ტურისტთა ჯგუფს ესაჭიროება მაშველთა დახმარება. Შეტყობინების შემოსვლისთანავე დაიგეგმა სამაშველო ღონისძიება, დაზუსტდა ტურისტთა ადგილმდებარეობა და მეხანძრე მაშველთა ჯგუფი სრული სამთო აღჭურვილობით მწვერვალის მიმართულებით ქვეითად გაემგზავრა. რთული გეოგრაფიული...

იაპონიის ელჩი მესტიაში იმყოფებოდა

იაპონია-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავზე, 11 აგვისტოს, მაშინ როდესაც იაპონიაში მთის დღე აღინიშნება, იაპონიის ელჩი, იმამურა აკირა მესტიის მუნიციპალიტეტს ეწვია. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მოგზაურობის დროს ელჩი მესტიის მუნიციპალიტეტის მერს, კაპიტონ ჟორჟოლიანს შეხვდა, რომელმაც გაუზიარა ინფორმაცია მუნიციპალიტეტის შესაძლებლობებზე და არსებულ გამოწვევებზე. მხარეებმა, ასევე ისაუბრეს იაპონიის საელჩოს მხარდაჭერით განხორციელებული და...

საგანგებო-თეთნულდისკენ მაშველთა ჯგუფი ფეხით მიემართება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს თეთნულდთან ჩარჩენილ ტურისტებთან დაკავშირებით. "საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში საერთაშორისო დაკვირვებისა და ძებნის ცენტრიდან შემოვიდა SOS შეტყობინება, რომ მწვერვალ თეთნულდზე უცხოელ ტურისტთა ჯგუფს ესაჭიროება მაშველთა დახმარება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ოპერატიულად მოახდინა ძალების მობილიზება. დადგინდა ლოკაცია და რთული გეოგრაფიული მდებარეობის გამო მობილიზებულია ასევე სასაზღვრო პოლიციის...

სამშვიდობო ოპერაციებში დაღუპული ან მძიმედ დაშავებული ჯარისკაცების შვილები სასწავლო გრანტით ისარგებლებენ

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის ძალებში მოსამსახურე პირები, მოქმედი სამხედრო მოსამსახურეები, დაჭრილი და დაშავებული სამხედროები და მათი ოჯახის წევრები საგანმანათლებლო, კულტურულ თუ სამედიცინო დაწესებულებებში სხვადასხვა პრივილეგიითა და შეღავათით სარგებლობენ. უწყების ცნობით, ახალი სასწავლო წლიდან თავდაცვის უწყებაში მოქმედი სოციალური პროგრამების ფარგლებში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპული სამხედროების შვილების გარდა, საერთაშორისო...

აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. სახელმწიფო დროშები დაშვებულია ქვეყნის მასშტაბით ყველა ადმინისტრაციულ შენობასა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.

“თანაზიარში” ორთოპედი-ტრავმატოლოგი ჩაატარებს კონსულტაციებს

8 აგვისტოს, თბილისიდან ჩამოსული ბავშვთა ორთოპედი-ტრავმატოლოგი თევდორე მოსულიშვილი, სამედიცინო ცენტრ “თანაზიარში” ჩაატარებს კონსულტაციებს. ექიმთან მიღება შესაძლებელი იქნება 10:00 სთ-დან 18:00-მდე. მისამართი: ქ. ზუგდიდი, გამსახურდიას გამზ. N41. ტელ: 555 14 43 33.

მესტიაში ახალი სპორტული კომპლექსი გაიხსნა

31 ივლისს, მესტიის მუნიციპალიტეტის ნაკრის ერთეულში ახალი ორსართულიანი სპორტული კომპლექსი გაიხსნა. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სპორტულ დარბაზში ჩატარდება ვარჯიშები სპორტის შემდეგ სახეობებში: ძიუდოში, ქართულ ჭიდაობაში, კიოკუშინ კარატეში და ფრენბურთში. სპორტული კომპლექსი უმასპინძლებს, როგორც შიდა, ასევე რეგიონალურ ტურნირებს სპორტის სხვადასხვა სახეობაში. უწყების ცნობით, სპორტული კომპლექსის მშენებლობისთვის, რეგიონული განვითარების ფონდიდან და მესტიის...