23 აგვისტოს გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი იხსნება

2025 წლის 23 აგვისტოს გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი იხსნება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი უკანონო ნადირობის ფაქტების პრევენციის, აღკვეთისა და გამოვლენის მიზნით, სეზონის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, 24-საათიან მკაცრ კონტროლს განახორციელებს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინორმაციით, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველმა ნადირობამდე უნდა გადაიხადოს გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებელი...

მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21 აგვისტოს ღამიდან დღის ბოლომდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში ზოგან შესაძლებელია ძალიან ძლიერი, ელჭექი, სეტყვა, ზოგან დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან...

მესტიაში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი კაპიტონ ჟორჟოლიანი იქნება

დღეს, „ქართული ოცნების“ მესტიის საარჩევნო შტაბში, ადგილობრივ აქტივს 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე მესტიის მერობის კანდიდატი კაპიტონ ჟორჟოლიანი წარუდგინეს. კაპიტონ ჟორჟოლიანი მოქმედი მერია.

განკარგულება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ

მიხეილ ყაველაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების 4 ოქტომბერს ჩატარების შესახებ განკარგულება გამოსცა. „საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის მიერ გამოცემული განკარგულების თანახმად, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები 2025 წლის 4 ოქტომბერს ჩატარდება. განკარგულება თანახელმოწერილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის მიერ.” -ინფორმაციას ყაველაშვილის პრესსამსახური ავრცელებს.

1 და 2 აგვისტოს მაღალი ტემპერატურის ფონზე, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1 და 2 აგვისტოს საღამოს და ღამის საათებში საქართველოში, მაღალი ტემპერატურის ფონზე, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დასავლეთ საქართველოს ჩრდილო-მთიან რაიონებში და აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ელჭექის დროს ქარის გაძლიერება. სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში...

მუზეუმმა ანსამბლ “რეხეულს“ უმასპინძლა

სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმმა, ოზურგეთის კულტურის და მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრთან არსებულ, ქალთა კამერულ ანსამბლს „რეხეულს“ უმასპინძლა. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიება მესტიის ფოლკლორის ცენტრის ორგანიზებით დაიგეგმა. კონცერტზე მესტიის სალოტბარო სკოლაც წარსდგა სვანური და ქართული საგალობლებით. ქალთა ანსამბლ „რეხეულის“ ხელმძღვანელი, ფოტინე გორდელაძე, ასევე გახლავთ საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ოზურგეთის სალოტბარო...

გარემოს ეროვნული სააგენტო – 4 აგვისტომდე საქართველოში ნარჩუნდება ჰაერის მაღალი ტემპერატურა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 4 აგვისტომდე საქართველოში ნარჩუნდება ჰაერის მაღალი ტემპერატურა, ზოგან 38-40 გრადუსამდე. უწყების ცნობით, მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურა სითბური სტრესისა და ტყის ხანძრების რისკის ხელშემწყობ პირობას წარმოადგენს (საფრთხის დონე საშუალო).

“სვანეთობა 2025”

სვანეთობის დღესასწაულზე, მესტიის მუნიც8იპალიტეტში მთელი დღის განმავლობაში, სხვადასხვა ღონისძიება მიმდინარეობდა. ცენტრალურ სკვერში განთავსებული იყო პავილიონები, სადაც წარმოდგენილი იყო ადგილობრივი ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევრები, ძველი სვანური საყოფაცხოვრებო ნივთები და სვანური ტრადიციული სამზარეულოს გამორჩეული და საუცხოო კულინარიული შედევრები. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფესტივალის ფარგლებში დასახელებულ მესტიის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქეს, სვანეთის მკვიდრს, მსოფლიო...

“მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამაში” განაცხადების მიღება დაიწყო

„მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამაში” განაცხადების მიღება მიმდინარე წლის 30 ივლისის 12:00 საათზე დაიწყება. განაცხადების მიღება გაგრძელდება: რძის პირველადი წარმოების დაფინანსების შემთხვევაში ბიუჯეტის (3 მლნ ლარი) ამოწურვამდე. სათბურებისა და მზის ენერგიაზე მომუშავე ელექტრო სადგურების დაფინანსების მიმართულებით 30 აგვისტოს 18:00 საათამდე. პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება როგორც ახალი საქმიანობის დაწყება, ასევე...

გარემოს ეროვნული სააგენტო 27-31 ივლისს, მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 27-31 ივლისს დასავლეთ საქართველოს დაბლობ და მთიან რაიონებში, ხოლო 29-31 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოს ბარსა და მთაში ზოგან მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მომატება 38-41 გრადუსამდე. უწყების ცნობით, მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურა სითბური სტრესისა და ტყის ხანძრების რისკის ხელშემწყობ პირობას წარმოადგენს (საფრთხის დონე საშუალო).