აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ჩართულობითა და საქართველოს საპატრიარქოს მხარდაჭერით, სვანეთში აფხაზეთიდან დევნილი მოსწავლეებისთვის შემეცნებითი ბანაკი მოეწყო. "ეროვნული და ქრისტიანული ღირებულებების განმტკიცების ხელშეწყობის მიზნით, მონაწილეები არაფორმალურ საგანმანათლებლო გარემოში საქართველოს ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობასა და ტრადიციებს გაეცნენ. პროგრამის ფარგლებში, მოსწავლეებმა სვანეთის ისტორიული ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს, მონაწილეობა მიიღეს გუნდურ, შემეცნებით და კულტურულ აქტივობებში....
საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის პლასტმასის ერთჯერადი კონტეინერებისა და ჭიქებით მზა სურსათის მიწოდების აკრძალვის ამოქმედება გადავადდა
ტექნიკური რეგლამენტის − სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი პლასტმასის მასალებისა და ნაკეთობების (საგნების) შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 8 ივნისის №304 დადგენილებაში ცვლილება შევიდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ცვლილების თანახმად, საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის პლასტმასისგან დამზადებული ერთჯერადი გამოყენების სასურსათო კონტეინერებისა და ჭიქების საშუალებით მზა სურსათის მიწოდების აკრძალვის ამოქმედება გადავადდა. სასურსათო...
დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო
დღეს, საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაში ტარდება და 22 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება. ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის 43 000-ზე მეტი აბიტურიენტია რეგისტრირებული. ინფორმაციისთვის: საგამოცდო ცენტრები გახსნილია 12 ქალაქში: თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში, ხულოსა და ამბროლაურში.
მესტიაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით დღეს, 30 ივნისს, მესტიის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ხელისუფლების, ბიზნეს სექტორისა და პროფესიული კოლეჯის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორმა ეკატერინე სურმავამ მონაწილეებს სააგენტოს მიზნები, სერვისები და პროგრამები გააცნო. დისკუსიის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მაღალმთიან რეგიონში დასაქმების ხელშეწყობის პროგრამას,...
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრირებულმა აპლიკანტებმა საბოლოო არჩევანი 29 ივნისის ჩათვლით უნდა დაადასტურონ
2026 წლის საგაზაფხულო მიღების ფარგლებში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის საბოლოო პროცედურები 26-დან 29 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ცნობით, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრირებულმა აპლიკანტებმა სასურველი არჩევანი მხოლოდ ერთ პროგრამაზე განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის პლატფორმაზე – vet.ge უნდა დაადასტურონ. „აპლიკანტები პლატფორმაზე ასევე მიიღებენ ინფორმაციას საკუთარი რეიტინგული ქულისა და რეიტინგულ...
26 ივნისიდან 28 ივნისის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 ივნისიდან 28 ივნისის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, დასავლეთ საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე და აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერება, კახეთში და ქვეყნის მთიან რაიონებში სეტყვა, 27-28 ივნისს – ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. “მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების...
23-25 ივნისს მოსალონდელია ნალექი
გარემოს ეროვნული სააგენტო 23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.. “ქ. თბილისში საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 23 ივნისს უნალექო...
2026 წლის გამოსაცდელებისთვის საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა 22 ივნისიდან იქნება შესაძლებელი
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების, საერთო სამაგისტრო გამოცდის, მასწავლებლის გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეები საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას 22 ივნისიდან შეძლებენ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საგამოცდო ბარათზე მითითებული იქნება საგამოცდო ცენტრის მისამართი, თითოეული გამოცდის თარიღი და გამოცდაზე რეგისტრაციის დაწყების დრო. “შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გამოსაცდელებს შეახსენებს, რომ...
სულხან თამაზაშვილმა მესტიაში სამუშაო შეხვედრა გამართა
შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა, პირველ მოადგილე რონი მესხთან ერთად, მესტიის პოლიციის რაიონულ სამმართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ირაკლი ფიფია და ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. სულხან თამაზაშვილმა თანამშრომლებისგან დანაშაულთან ბრძოლისა და საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა. საუბარი ასევე შეეხო სამართალდამცველების მიერ ენერგორესურსით სარგებლობის წესების...
ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება და 22 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი ცნობილია. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება და 22 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება. რაც შეეხება 2026 წლის გამოცდების დეტალურ განრიგს, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა 2 ივლისსა (პირველი და მეორე...








