გარემოს ეროვნული სააგენტო 9-11 ივლისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 9-11 ივლისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ცალკეულ რაიონებში შესაძლებელია სეტყვა. იმერეთის, სამეგრელოს და შიდა ქართლის რეგიონებში დროგამოშვებით იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. “თბილისში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +32,+36 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო...
Blog
ჭუბერსა და ჯვარში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას სკრინინგული გამოკვლევები ჩაუტარდათ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ჭუბერსა და ჯვარში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას მრავალპროფილური სკრინინგული გამოკვლევები ჩაუტარდა. ბენეფიციარებს 10-მდე სხვადასხვა პროფილის, თბილისის წამყვანი კლინიკების, მაღალკვალიფიციური ექიმების კონსულტაცია და სხვადასხვა დიაგნოსტიკური კვლევები უფასოდ ჩაუტარდათ, ასევე ექიმის დანიშნულების შესაბამისად საჭირო მედიკამენტები უსასყიდლოდ გადაეცათ. კვლევების მიმდინარეობას, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის...
ჭუბერში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისათვის სამედიცინო გასინჯვეებს ჩაატარებენ
5 ივლისს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ,,აფხაზეთიდან დევნილთამრავალპროფილური სკრინინგის’’ ქვეპროგრამის ფარგლებში გეგმავს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისათვის სამედიცინო გასინჯვებს. "ქვეპროგრამა მოიცავს სხვადასხვა პროფილის ექიმ-სპეციალსტთა (ოჯახის ექიმი, თერაპევტ-პულმონოლოგი, ნევროლოგი, ენდოკრინოლოგი, კარდიოლოგი, ოფთალმოლოგი, პედიატრი, უროლოგი, რადიოლოგი, ანგიოლოგი) მომსახურებას. ქვეპროგრამის მიზანია აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ჯანმრთელობის...
5 ივლისს მოსალოდნელია წვიმა
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 5 ივლისს დღისით, აღმოსავლეთ საქართველოში და დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში ზოგან მოსალოდნელია დროგამოშვებით ძლიერი ხანმოკლე წვიმა, ელჭექი, ქარის გაძლიერება, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა. “მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს...
ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო
ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. აბიტურიენტები პირველ გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ. ერთიანი ეროვნული გამოცდები 22 ივლისს სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდით დასრულდება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მასწავლებლის გამოცდებზე დარეგისტრირებულები საგამოცდო პროცესში 8 ივლისიდან ჩაერთვებიან. 10 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი. მაგისტრანტობის კანდიდატები კი საერთო სამაგისტრო გამოცდას 21...
1-3 ივლისს მოსალოდნელი ამინდი საქართველოში
გარემოს ეროვნული სააგენტო 1-3 ივლისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 1-3 ივლისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. “1-2 ივლისს ქ. თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, დროგამოშვებით იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29,+31 გრადუსი დაფიქსირდება. 3...
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში ამოქმედდა ცხელი ხაზი
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში ამოქმედდა ცხელი ხაზი. მიმდინარე წლის 23 ივნისიდან, ნებისმიერ მოქალაქეს, თუ ორგანიზაციას, შეეძლება მიიღოს მისთვის საინტერესო ინფორმაცია სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით. ცხელი ხაზის ნომერი - 0322 56 08 08. სამუშაო საათები - ორშაბათი-პარასკევი, 10:00-იდან 19:00 საათამდე. ინფორმაციას მესტიის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს
მესტიაში, “აწარმოე საქართველო” შეხვედრას გამართავს
26 ივნისს, 14:00 საათზე, მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში სსიპ ,,აწარმოე საქართველოში’’ სამეგრელო-ზემო სვანეთის საკონსულტაციო ცენტრი სააგენტოს პროგრამების შესახებ საინფორმაციო შეხვედრას გამართავს. შეხვედრაზე დასწრება შეუძლიათ ადგილობრივი ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს და მეწარმეობით დაინტერესებულ პირებს.
24-26 ივნისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
გარემოს ეროვნული სააგენტო 24-26 ივნისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. “24 ივნისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ხოლო 25-26 ივნისს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება; 24 ივნისს დროგამოშვებით იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, ხოლო 25-26 ივნისს +29,+31 გრადუსი დაფიქსირდება....
თეთნულდის სათხილამურო კურორტამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია იწყება
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტში თეთნულდის სათხილამურო ტრასის საბაგირომდე მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია იწყება.