დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით დღეს, 30 ივნისს, მესტიის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ხელისუფლების, ბიზნეს სექტორისა და პროფესიული კოლეჯის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორმა ეკატერინე სურმავამ მონაწილეებს სააგენტოს მიზნები, სერვისები და პროგრამები გააცნო. დისკუსიის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მაღალმთიან რეგიონში დასაქმების ხელშეწყობის პროგრამას,...

