ბეჩოში ჩატარდა სვანეთის ჩემპიონატი ჭადრაკში, რომელშიც მონაწილეობა მიიღო სვანეთის თითქმის ყველა თემიდან ჩამოსულმა 140-მდე მოჭადრაკემ. ღონისძიებას მასპინძლობდა ბეჩოს კულტურის სახლი. საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ინფორმაციით, სვანეთში პირველად გაიმართა მსგავსი მასშტაბისა და ფორმატის საჭადრაკო ღონისძიება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადგილობრივი ახალგაზრდებისა და მოხალისეების აქტიური ჩართულობა -მათი ენთუზიაზმი და ორგანიზებულობა ღონისძიების წარმატების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი...

