კალა-უშგულის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ178-კმ183 მონაკვეთზე (კალა-უშგული) ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. ინფორმაციისთვის: წუხელ, ქვისცვენის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ178-კმ183 მონაკვეთზე (კალა-უშგული), დროებით აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.