ალექსანდრე კოდუამ მესტიის მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა

საქართველოს პროკურატურის ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, მესტიის რაიონულმა პროკურორმა ალექსანდრე კოდუამ მესტიის მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა. პროკურატურის ინფორმაციით, შეხვედრაზე პროკურორმა მოსწავლეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების გამომწვევ მიზეზებზე. ასევე ყურადღება გაამახვილა ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარებით გამოწვეულ მძიმე შედეგებზე. საინფორმაციო შეხვედრაზე პროკურორმა ასევე ისაუბრა ნარკოტიკული დანაშაულის არსზე და იმ...

კალა-უშგულის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 177-ე კმ-ზე ქვისცვენის გამო, კალა-უშგულის მონაკვეთზე (კმ170-კმ185) დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.