მესტიაში “გემო ფესტი” გაიმართა

21 და 22 თებერვალს, მესტიაში, სეტის მოედანზე, გაიმართა ”გემო ფესტი”. “გემო-ფესტის” სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დააგემოვნებინათ როგორც ტრადიციული, ასევე იშვიათი და ნაკლებად ცნობილი სვანური კერძები. ფესტივალის ფარგლებში მოეწყო კვებისა და აგროზონები, სამეწარმეო ბაზარი და საბავშვო სივრცე.