მესტიაში “გემო ფესტი” გაიმართება

21-22 თებერვალს, მესტიაში, სეტის მოედანზე,15:00 საათზე, გაიმართება"გემო ფესტი". ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, "გემო-ფესტის" სტუმრებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ როგორც ტრადიციული, ასევე იშვიათი და ნაკლებად ცნობილი სვანური კერძები. ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა კვებისა და აგროზონები, სამეწარმეო ბაზარი და საბავშვო სივრცე.

კალა-უშგულის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია

საავტომობილო გზგების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ179-კმ182 მონაკვეთზე (კალა-უშგული) ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.