საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 52-ე კმ-ზე (სოფ. ბარჯაში) ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად აღდგენილია. "აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში."-აღნიშნულია უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში.

