მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. "სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2025 წლის 11 მარტს, მესტიის რაიონში, წარსულში განზრახ მკვლელობისთვის ნასამართლევმა ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, დაზარალებულს დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების...