ზემო და ქვემო სვანეთის დამაკავშირებელი, 16 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია დასრულდა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ზემო და ქვემო სვანეთის დამაკავშირებელი, საერთო ჯამში, 16 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია დასრულდა. უწყების ცნობით, განახლებული გზა ზუგდიდი–ჯვარი–მესტია–ლასდილის მიმართულებაზე, ორი პროექტის ფარგლებში განხორციელდა და მოიცავს კმ178-დან კმ185-მდე და კმ186-დან კმ192-მდე მონაკვეთებს. "სამუშაოების შედეგად, მოეწყო ცემენტ-ბეტონის ახალი საფარი, დამონტაჟდა საგზაო უსაფრთხოების ინფრასტრუქტურა, ასევე მოწესრიგდა მისასვლელი გზა ზაგაროს უღელტეხილზე...