“მედიაწიგნიერების ოლიმპიადაში“ ლახამულის საჯარო სკოლამ გაიმარჯვა

კომუნიკაციების კომისიამ მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის მეორედ გამოცხადებულ „მედიაწიგნიერების ოლიმპიადაში“ გამარჯვებულად მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლახამულას საჯარო სკოლა და ბათუმის პირველი საჯარო სკოლა გამოავლინა და თანამედროვე მედიალაბორატორიით დააჯილდოვა. ორივე სკოლას ComCom-მა მაღალტექნოლოგიური პრიზები ინტერაქციული დაფა და ლეპტოპი და ასევე, მობილურის შტატივი, მიკროფონი და ლედ განათება გადასცა. ამასთან, სკოლებში მოეწყო საერთო სივრცე, სადაც მოსწავლეები ტექნიკის...