მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დაბა მესტიაში შიდა ქუჩების გზის დაზიანებული სავალი ნაწილის აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს. უწყების ცნობით, პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია დაზიანებული გზის უბნების ამოჭრა და ქუჩის მონაკვეთზე ასფალტო/ბეტონის საფარის დაგება. სამუშაოების ღირებულება ხელშეკრულების მიხედვით 149 885 (ას ორმოცდაცხრაათას რვაას ოთხმოცდახუთი) ლარია. სამშენებლო სამუშაობს ელექტრონულ ტენდერში (NAT250015738) გამარჯვებული კომპანია შპს „შარა-444“...