შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის, მესტიისა და ჩხოროწყუს რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, სამი პირი – 1992 წელს დაბადებული გ.მ., 1971 წელს დაბადებული გ.დ. და 1947 წელს დაბადებული ა.ძ. დააკავეს. შინაგან საქმეთა...
29 ოქტომბერს მოსალოდნელია წვიმა
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, შესაძლებელია ელჭექი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმული ღელვა. სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).
შეხვედრა გაიმართა სკოლამდელი განათლების მნიშვნელობაზე
დღეს, მესტიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ თვითმმართველობის სააქტო დარბაზში საქართველოს, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენელმა, მარიამ ჩიბუხაშვილმა პრეზენტაცია გამართა. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში სამინისტროს წარმომადგენელმა ისაუბრა ხარისხიანი სკოლამდელი განათლების მნიშვნელობაზე, მშობლისა და აღმზრდელის საერთო მიზანზე, ბავშვის უფლებების დაცვასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. შეხვედრას ესწრებოდნენ მესტიის მერიის წარმომადგენლები, ბაგა-ბაღების მენეჯერები,...
სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მიმართავს
სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები რძის ნიმუშებს ამოწმებენ. ინფორმაციას ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, რძე ლაბორატორიულად 24 მაჩვენებლზე მოწმდება, მათ შორისაა ვეტერინარული პრეპარატების ნარჩენების (ანტიბიოტიკების), აფლატოქსინ M1-ის, ბრუცელოზის, ტყვიის განსაზღვრა და სხვა. “სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, არ შეიძინოს რძე არაორგანიზებული ვაჭრობის ადგილებში, სადაც...
მესტიაში ინოვაციური იდეების კონკურსი იწყება
მესტიაში იწყება საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ გამოცხადებული ინოვაციური იდეების კონკურსი, რომელიც მიზნად ისახავს ტურიზმის, გარემოსა და ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებას. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტი ხორციელდება ადგილობრივი და ეროვნული პარტნიორების მხარდაჭერით, რომლებიც საერთო მიზანს ემსახურებიან - სვანეთის რეგიონში ინოვაციების ეკოსისტემის განვითარებას. პროექტის ფარგლებში ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით დაინტერესებული ახალგაზრდები ხუთი...
„ვეტერანთა რეაბილიტაციის ხელშეწყობის” პროგრამა ამოქმედდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ „ვეტერანთა რეაბილიტაციის ხელშეწყობის” პროგრამა დაიწყო. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამით სარგებლობა შეუძლია ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან დევნილ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების შედეგად მკვეთრად (311), მნიშვნელოვნად (312) და ზომიერად (313) გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე...
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, მოქალაქეებს მოუწოდებს არ დაწვან ეზოში მოგროვებული ფოთლები
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, მოქალაქეებს მოუწოდებს არ დაწვან ეზოში მოგროვებული ფოთლები და იმოქმედონ კანონის შესაბამისად. “შემოდგომაზე, საკარმიდამო ეზოს დასუფთავების დროს ფოთლების დაწვა, არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, დღემდე რჩება მავნე პრაქტიკად. ფოთლების წვის დროს გამოყოფილი კვამლი შეიცავს მომწამვლელ ნივთიერებას, რომელიც არა მხოლოდ გარემოს აყენებს ზიანს, არამედ საფრთხეს...
ცესკომ არჩევნების შედეგები შეაჯამა
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღეს გამართულ სხდომაზე თბილისის მერისა და საკრებულოს არჩევნების შედეგები შეაჯამა. შედეგების მიხედვით ქალაქ თბილისის მერად არჩეულია „ქართული ოცნების“ კანდიდატი კახა კალაძე. მან 215,363 ამომრჩევლის ხმა, 71.627% მიიღო. თბილისის მერის არჩევნებში 324 798 ამომრჩეველი მონაწილეობდა. ცესკომ დღეს გამართულ სხდომაზე ასევე შეაჯამა თბილისის საკრებულოს 2025 წლის 4 ოქტომბრის პროპორციული საარჩევნო სისტემით...
მესტიის მუნიციპალიტეტის მერია განცხადებას ავრცელებს
მესტიის მუნიცპალიტეტის მერია განცხადებას ავრცელებს: "უკვე ტრადიციულად, მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით და ა(ა)იპ მესტიის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული თვითმმართველობის ორგანიზებით შევისყიდეთ საშემოდგომო სათესლე ხორბალი მოსახლეობისთვის უსასყიდლოდ გადასაცემად. აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს მესტიის მუნიციპალიტეტში მეხორბლეობის კულტურის განვითარებას. უკვე ჩამოტანილია ხორბლის ორი ჯიში: „ლომთაგორა 126“, „წითელი დოლი“ და „შავფხა". ხორბალი მოქალაქეებზე გაიცემა შესაბამისი ტერიტორიის...
სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა ფრანგული წარმოების, ოთხკომპონენტიანი, (SANOFI WINTHROP INDUSTRIE-ის VaxigripTetra) სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის. ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე. უწყების ცნობით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვაქცინაცია მაღალი...










