სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების მიზნით სტუდენტთა განცხადებების მიღება დაიწყო

სტუდენტთა ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში სოციალური პროგრამის ფარგლებში ელექტრონული განცხადებების მიღება დაიწყო. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების მიზნით, სოციალური პროგრამის ფარგლებში ელექტრონული განაცხადების წარმოდგენა ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგიის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტებს შეეძლებათ....

დასრულდა მუხრან შუკვანის სახელობის გარდამავალი თასის ტურნირი

დასრულდა მუხრან შუკვანის სახელობის გარდამავალი თასის ტურნირი მინი ფეხბურთში, სადაც პირველი ადგილი მოიპოვა ლენჯერის გუნდმა (ანგარიში 1:0), მეორე ადგილზე გავიდა თავდაცვის ძალების გუნდი „არმია“, მესამე ადგილი მიიღო მესტიის №1 ნაკრებმა გუნდმა. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გამარჯვებული გუნდის ყველა წევრს გადაეცა მედლები, სიგელები და სვანეთის თემატიკის ფასიანი საჩუქრები. დაჯილდოების შემდეგ სტუმრები,...

7 სექტემბერს დღის მეორე ნახევრიდან მოსალოდნელია წვიმა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 7 სექტემბერს დღის მეორე ნახევრიდან 8 სექტემბრის დილამდე საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, დროგამოშვებით ზოგან ძლიერი, ელჭექი და სეტყვა. სააგენტოს ცნობით, სანაპირო რაიონებში შესაძლებელია ქარის გაძლიერება. “მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა...

პროკურატურამ ყაჩაღობის და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე ბრალდებულებს 18-18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ყაჩაღობის და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტებზე ორი პირი დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. "სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2025 წლის 5 იანვარს, მესტიის მუნიციპალიტეტში, ბრალდებულები ყაჩაღურად თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის...

“ცოცხალი წიგნები“

5 სექტემბერს, 18:00 საათზე, მესტიაში, ლეო ფილფანის სახელობის თეატრში, ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტის „ცოცხალი წიგნები“ შეხვედრა მკითხველთან გაიმართება. მკითხველს შეხვდებიან: • ელა გოჩიაშვილი • ვახტანგ ვახტანგაძე • ცირა ბარბაქაძე • ედუარდ უგულავა პროექტი „ცოცხალი წიგნები”, რომელიც 2015 წელს დაარსდა, საიუბილეო წელს განახლებულ ფორმატში და ახალი ავტორებით ხვდება მკითხველს.

მესტიის მუნიციპალიტეტის მერიაში ანაზღაურებადი სტაჟირების სამთავრობო პროგრამა დაიწყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 2025 წლის პირველი სექტემბრიდან საჯარო დაწესებულებებში, ასევე, საჯარო დაწესებულებების სისტემაში შემავალ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში, სამთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი ცხადდება. სტაჟირების მსურველებს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებადი ვებგვერდის – www.hr.gov.ge-ის მეშვეობით, სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება შეუძლიათ პირველი სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მესტიის...

3-4 სექტემბერს მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3-4 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დღეს, 1 სექტემბერს დაიწყო და 25 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ვებგვერდზე – vet.emis.ge, ასევე, საქართველოს მასშტაბით მოქმედ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში.  2025 წლის მიღებისთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საჯარო და კერძო დაწესებულებები პროფესიულ სტუდენტებს მრავალფეროვან პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მიიღებენ. პროფესიულ...